თურქეთი და საუდის არაბეთი რეგიონის სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი ქვეყნებია

ილდირიმმა საუდის არაბეთში ვიზიტი შეაფასა

877200
თურქეთი და საუდის არაბეთი რეგიონის სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი ქვეყნებია

თურქეთის პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა, საუდის არაბეთში მეფესთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და  განაცხადა, რომ თურქეთი და საუდის არაბეთი რეგიონის სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი ქვეყნებია. „ორი ქვეყნის ყველა საკითხში ერთობლივი მუშაობა როგორც რეგიონალური, ასევე საერთაშორისო მასშტაბით აუცილებელია,“ განაცხადა ილდირიმმა. ილდირიმმა საუდის არაბეთში ვიზიტის ფარგლებში მეფე, სალმან ბინ აბდულაზიზთან და სამეფო ტახტის მემკვიდრემ, მუჰამედ ბინ სალმან ალ საუდთან პირისპირი და დელეგაციებს შორის შეხვედრები გამართა. ჟურნალისტებთან საუბრის დროს ილდირიმმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე ერაყის, სირიის, პალესტინის, ისრაელის და იემენის საკითხებთან ერთად ორმხრივი ურთიერთობებიც განიხილეს. ორმხრივი ურთიერთობის შესახებ თურქეთის პრემიერმა ასეთი განცხადება გააკეთა: „ორმხრივი ურთიერთობის უფრო უკეთესობისთვის რა შეიძლება გავაკეთოთ, ურთიერთობებს რომელ სფეროში უფრო გავაღრმავებთ, განსაკუთრებით ვაჭრობის თვალსაზრისით რა სახის ნაბიჯები უნდა გადაიდგას ეს საკითხები დეტალურად განვიხილეთ. თურქეთი და საუდის არაბეთი რეგიონის სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი ქვეყნებია. ამიტომ, ამ ორი ქვეყნის ერთობლივად მუშაობა როგორც რეგიონისთვის ასევე საერთაშორისო მასშტაბით მნიშვნელოვანი და აუცილებელია.“ ილდირიმმა ბოლოს ისიც აღნიშნა, რომ ახლო მომავალში ტახტის მემკვიდრემ, მუჰამედ ბინ სალმან ალ საუდი თურქეთს ეწვევა.



მსგავსი ინფორმაციები