ერდოღანი TUBITAK-ის დაჯილდოების ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა

ერდოღანი TUBITAK-ის დაჯილდოების ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა

877770
ერდოღანი TUBITAK-ის დაჯილდოების ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი პრეზიდენტის სასახლეში გამართულ, სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოს (TUBITAK) დაჯილდოების ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ მათ მიერ ასაშენებელი კოსმოსური სადგურიდან თურქულ თანამგზავრს გაუშვებენ კოსმოსში. მან სიტყვით გამოსვლისას სუდანის სევაკინის კუნძულის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ თურქეთი ამ კუნძულს  სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარების შემდეგ ხელმეორედ გადააქცევენ ტურიზმის ცენტრად. მისივე თქმით ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში ისლამური სამყაროს განუვითარებლობა მხოლოდ ბიუჯეტზე ან კიდევ გამოუცდელობაზე არ შეიძლება იყოს დამოკიდებული, არამედ საკუთარი თავის ნდობის და უპატივცემულობის ნაკლებობის ბრალია.  „ჩვენთვის მთავარი ფული, ნავთობი, ალმასი და იარაღი არ უნდა იყოს არამედ, იმის რწმენა, რომ ჩვენც შევძლებთ წარმატების მიღწევას. დღეისათვის ნათლად ვხედავთ იმ ქვეყნებს, რომლებსაც ნავთობი და ფული აქვთ, მაგრამ მერწმუნეთ ჩვენ მათზე უკეთეს მდგომარეობაში ვართ. მერწმუნეთ იმიტაციის განმახორციელებლები ყოველთვის ერთი ნაბიჯით უკან არიან. ჩვენ აწი ვალდებული ვართ იმიტაციისგან თავი შორს დავიკავოთ და ჩვენვე აღმოვაჩინოთ და შევქმნათ ახალი. ჩვენი ერის ისტორია ამის ნათელი მაგალითია. თურქეთს უკვე უპილოტო საფრენ აპარატებთან ერთად, შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებაც შეუძლია. ჩვენ ახლა უნდა ავაშენოთ ჩვენივე კოსმოსური სადგური, საიდანაც ჩვენივე თანამგზავრებს გავუშვებთ,“ განაცხადა ერდოღანმა TUBITAK-ის დაჯილდოების ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლის დროს.



მსგავსი ინფორმაციები