ერდოღანი საფრანგეთში და ვატიკანში ვიზიტს გეგმავს

ერდოღანმა ჩადიდან, ტუნისში გადასვლის დროს თვითმფრინავში ჟურნალისტებთან დღის წესრიგი შეაფასა

877418
ერდოღანი საფრანგეთში და ვატიკანში ვიზიტს გეგმავს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჩადიდან, ტუნისში გადასვლის დროს თვითმფრინავში ჟურნალისტებთან დღის წესრიგი შეაფასა რა, იერუსალიმის საკითხს შეეხო და განაცხადა, რომ იერუსალიმის დიპლომატიისათვის საფრანგეთში და ვატიკანში ჩასვლას აპირებს.  მან ასევე აღნიშნა, რომ ამის შემდეგაც გააგრძელებენ პალესტინისათვის დიპლომატიას და ამ თვალსაზრისით მათი მთავარი პრიორიტეტი, პალესტინის სახელმწიფოდ აღიარება იქნება. პრეზიდენტი ერდოღანი, იერუსალიმის სტატუსს, პაპა ფრანცისკესთან პირისპირ შეხვედრის დრისაც განიხილავს. დღის წესრიგის შეფასების დროს პრეზიდენტმა, სუდანის პრეზიდენტ, ომარ ელ-ბეშირის შესახებაც ისაუბრა და 13 დეკემბერს სტამბოლში გამართულ, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციაზე,  საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ გამოგზავნილი  წერილიც გაიხსენა და განაცხადა: „სასამართლომ ამ წერილში, ბეშირის დაკავება და მათზე გადაცემა მოითხოვა.  ჩვენ ისედაც არ ვართ ამ ორგანიზაციის წევრი. ამიტომ, როგორ შეიძლება, რომ ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციაზე დამსწრე პირი დავაკავოთ და მათ გადავცეთ. ეს როგორი ლოგიკაა? შენ 251 ადამიანის მკვლელი,  ფეთჰულაჰის ტერორისტული ორგანიზაციის (FETÖ) ლიდერის თურქეთზე გადმოსაცემად არაფერს აკეთებ, ჩვენგან კი, ომარ ელ-ბეშირის დაკავებას და გადაცემას ითხოვ. სამწუხაროდ ძალიან სასაცილო საერთაშორისო ორგანიზაციები არიან.“ თურქეთის პრეზიდენტი ჟურნალისტებთან დღის წესრიგის შეფასების დროს, თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობებსაც შეეხო და განაცხადა: „ჩვენ არც გერმანიასთან, არც ჰოლანდიასთან და არც ბელგიასთან არანაირი პრობლემა არ გვაქვს. პირიქით, ამჟამად ამ ქვეყნებში მთავრობაში მყოფები ჩემი მეგობრები არიან. ჩემს წინაშე შეიძლება ითქვას, რომ შეცდომები მოუვიდათ, მაგრამ ბოლო დროს გამართული მოლაპარაკებები დადებითად გრძელდება. ჩვენი სურვილია ევროკავშირის ქვეყნებთან ყოველთვის კარგი ურთიერთობები გვქონდეს.“



მსგავსი ინფორმაციები