ერდოღანმა პრეს კონფერენცია გამართა

“ტრამპთან სატელეფონო საუბარი არ დაგვიგეგმავს“

874583
ერდოღანმა პრეს კონფერენცია გამართა

აფრიკულ ტურნეში გამგზავრების წინ ერდოღანმა პრეს კონფერენცია მოაწყო ანკარის ესენბოღას აეროპორტში და თქვა, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე იერუსალიმის სტატუსის კენჭისყრის შემდეგ ამერიკელ კოლეგა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის გამართვის თაობაზე რაიმე დადგენილება არ მიუღიათ და არც დაუგეგმავთ.

მისივე თქმით,  2016 წლის 15 ივლისის სისხლიანი გადატრიალების  მცდელობის განმხორციელებელი  ტერ ორგანიზაცია FETÖ-ს წევრები აფრიკის ქვეყნებშიც მოღვაწეობენ და ახლა შეეცდებიან, რომ ისინი ამ ქვეყნებიდანაც განიდევნონ, რადგან, საქველმოქმედო და საგანათლებო საქმიანობების საფარ ქვეშ, ისინი თავიანთი მალული გეგმების განხორციელებას გეგმავენ, როგორც ეს მოახდინეს თურქეთში.

“15 ივლისის პუტჩის დროს ამ ორგანიზაციის ნამდვილი სახე კარგად გამოჩნდა. მრავალმა აფრიკულმა ქვეყანამ მის ტერიტორიაზე მოქმედი FETO-ს ორგანიზაციის წევრების დეპორტაცია მოახდინა, დახურეს მათი კუთვნილი სკოლებიც, მაგრამ, ზოგიერთ ქვეყნებში კიდევ არიან შემორჩენილი ფეტოელები და მათ განდევნასაც მოვთხოვთ ჩვენს აფრიკელ მეგობრებს“-განაცხადა ერდოღანმა.

პრეს კონფერენციის დასრულების შემდეგ თურქი პრეზიდენტი სუდანს გაემგზავრა



მსგავსი ინფორმაციები