ერდოღანი აფრიკაში მიემგზავრება

იგი სუდანს, ჩადს და ტუნისს ეწვევა

874475
ერდოღანი აფრიკაში მიემგზავრება

პრეზიდენტის პრეს სამსახურის ცნობით, ერდოღანი აფრიკის ტურის ფარგლებში დღეს და ხვალ სუდანს, 26 დეკემბერს ჩადს და 27 დეკემბერს კი ტუნისს ეწვევა.

პოლიტიკური შეხვედრების შემდეგ ერდოღანი, ბიზნეს ფორუმებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს, რომლის დროსაც ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების და ინვესტიციების გაზრდის საკითხებს ადგილობრივ ინვესტორებთან შეაფასებს.

"სამივე ქვეყანაში დაგეგმილი მოლაპარაკებების დროს, რომლებთანაც ჩვენ ისტორიული და კულტურული ურთიერთობები გვაქვს ჯერ კიდევ ოსმანეთის ეპოქიდან, განვიხილავთ როგორც ორმხრივ ურთიერთობებსა და თანამშრომლობასთან დაკავშირებულ ყველა ასპექტს, ასევე გავცვლით ურთიერთ მოსაზრებებს რეგიონალური და საერთაშორისო განვითარების საკითხებში",-განაცხადა პრეზიდენტმა.

ამავე ვიზიტის ფარგლებში ამ ქვეყნებთან  იგეგმება სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის შეთანხმებების ხელმოწერა, აღნიშნულია პრეზიდენტის პრეს სამსახურის მხრიდან გავრცელებულ განცხადებაში



მსგავსი ინფორმაციები