პრეზიდენტმა პალესტინელი მუჰამედ ეტ ტავილი და მისი ოჯახი მიიღო

პრეზიდენტმა პალესტინელი მუჰამედ ეტ ტავილი და მისი ოჯახი მიიღო

873693
პრეზიდენტმა პალესტინელი მუჰამედ ეტ ტავილი და მისი ოჯახი მიიღო
arslan down sendromlu filistinli.jpg

პრეზიდენტმა რეჯებ თაიპ ერდოღანმა ისრაელის სამხედოების მიერ დაპატიმრების შემდეგ გათავისუფლებული და ფსიქოლოგიური დახმარების მისაღებად თურქეთში ჩამოყვანილი დაუნის სინდრომის მქონე პალესტინელი მუჰამედ ეტ ტავილი და მისი ოჯახი მიიღო.

შეხვედრის დროს გადაღებული ფოტო პრეზიდენტმა ერდოღანმა „ტვიტერი“-თ გააზიარა და აქვე აღნიშნა: „იერუსალიმელ ძმა მუჰემდთან ერთად ჩვენი მსოფლიოსათვის გზავნილი ეს გახლავთ, იერუსალიმი ჩვენი წითელი ხაზია.“

პალესტინელი მუჰამედი და მისი ოჯახი ტრანსპორტის, ზღვაოსნობისა და კომუნიკაციების მინისტრმა აჰმედ არსლანმაც მიიღო. შეხვედრაზე მინისტრმა მწვავე რეაქცია გამოხატა  მსოფლიოს პალესტინის საკითხზე დუმილსა და მოსახლეობის მიმართ  ჩადენილ სისასტიკეზე თვალის დახუჭვაზე. მისივე თქმით, თურქი ხალხი ყოველთვის პალესტინელი ხალხის გვერდით იქნება.

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის 6 დეკემბერს იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ პალესტინელებმა აღმოსავლეთ იერუსალიმის თაოსნობით იორდანეს დასავლეთ სანაპიროსა და ღაზის საზღვარზე საპროტესტო გამოსვლები დაიწყეს და ისრაელის ძალების ჩარევის შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა.

მუჰამედ ეტ ტავილიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობის დროს ებაერლმა სამხედოებმა დააკავეს.  


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #პრეზიდენტი , #ერდოღანი

მსგავსი ინფორმაციები