ერდოღანმა რეგიონში მიმდინარე პროცესები შეაფასა

“ოთხშაბათს, სტამბოლში ისლამურ სამყაროზე დაწყებული მორიგი თავდასხმა მოვიგერიეთ“

869499
ერდოღანმა რეგიონში მიმდინარე პროცესები შეაფასა

პრეზიდენტმა ერდოღანმა შეფასება მისცა რა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებს, თქვა, რომ ჯერ მავანების მხრიდან სირიაში, მთელი მუსლიმანური სამყაროს მომავლის მიმართ ჩაფიქრებული სცენარი გაანადგურეს და მეორე ნაბიჯით კი, იერუსალიმის სტატუსის შეცვლაზე დაყრდნობით და საერთოდ, მთელი ახლო აღმოსავლეთის მისამართით დაწყებული მორიგი თავდასხმა მოიგერიეს.

“ჩვენ, ისლამურმა ქვეყნებმა, ოთხშაბათს სტამბოლში ჩატარებულ ითო-ს სამიტზე, აღმოსავლეთ იერუსალიმის პალესტინის დედაქალაქად გამოცხადებით, პირველი ნაბიჯი გადავდგით და ახლა მომდევნო ნაბიჯებსაც გადავდგამთ. თუ, ჩვენ იერუსალიმს ვერ დავიცავთ, მაშინ, ისე გამოდის, რომ ვეღარც მედინას დავიცავთ და ვეღარც მექა-ქააბეს. ნუ დაგავიწყდებათ, იერუსალიმი ნიშნავს სტამბოლს, ისლამაბადს, რიადს, კაიროს, ბაღდადს, დამასკოს, ჯაკარტას და ა.შ. მოკლედ, მთელი მუსლიმანების ნამუსი, სინდისი, ღირსება და პატივია, ამიტომაც ჩვენ, ამათგან ვერც ერთზე ვერ ვიტყვით უარს რა, მათ დასაცავად ყველაფერს გავაკეთებთ“, განაცხადა ერდოღანმა    



მსგავსი ინფორმაციები