ითო-ს საგანგებო სამიტი თურქეთის მასპინძლობით ტარდება

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ საჭიროა ყველა ქვეყანამ აღმოსავლეთ იერუსალიმი პალესტინის დედაქალაქად აღიაროს

867346
ითო-ს საგანგებო სამიტი თურქეთის მასპინძლობით ტარდება

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ საჭიროა ყველა ქვეყანამ აღმოსავლეთ იერუსალიმი პალესტინის დედაქალაქად აღიაროს.

ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის საგანგებო სამიტი თურქეთის მასპინძლობით ტარდება.

სამიტი ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეხვედრით დაიწყო.

შეხვედრის გახსნაზე სიტყვით გამოსულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩავუშოღლუმ განაცხადა: „ჩვენ, რომლებმაც აღმოსავლეთ იერუსალიმი პალესტინის დედაქალაქად ვაღიარეთ, სხვა ქვეყნებსაც მოტივირება უნდა მივცეთ, რათა პალესტინის სახელმწიფო 1967 წლის საზღვრებში აღიარონ, რომლის დედაქალაქიც აღმოსავლეთ იერუსალიმი იქნება.“

თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების გადაწყვეტილება ანექსიის მცდელობის ლეგიტიმაციაა და ამ ვითარების წინაშე ვერ გაჩუმდებიან.



მსგავსი ინფორმაციები