ბინალი ილდირიმი აშშ-ს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

ბინალი ილდირიმი აშშ-ს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

862067
ბინალი ილდირიმი აშშ-ს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

თურქეთის პრემიერმინისტრი ბინალი ილდირიმი, აშშ-ის, ისრაელის საელჩოს იერუსალიმში გადატანის და ამ ქალაქის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადების საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ იგი არასამართლიანია. მან ამის შესახებ, სამხრეთ კორეის დედაქალაქ, სეულში თავის კოლეგა,   ლეე ნაკ-იონისთან გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა. „როგორც ცნობილია, იერუსალიმი ისლამის, ქრისტიანობის და იუდეველების რელიგიის წმინდა ადგილია. ამიტომ მსგავსი ნაბიჯის გადადგმა ისედაც დიდი ხნის მცდელობის შემდეგ, პალესტინის სახელმწიფოს ჩამოუყალიბებლობის და ისრაელ-პალესტინას შორის დაძაბულობის მოსაგვარებლად არასწორი ქმედებაა. მერეს მხრივ, ამ ნაბიჯმა შეიძლება ახალი რელიგიური დაპირისპირება გამოიწვიოს. სანამ დროა, აშშ-ს პრეზიდენტი ამდაგვარი განცხადების გაკეთებისგან თუ თავს შეიკავებს, შეიძლება ითქვას რომ რეგიონალური და საერთაშორისო მშვიდობისათვის მნიშვნელოვანი იყოს,“ განაცხადა თურქმა პრემიერმა.  ილდირიმმა ბოლოს კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თურქეთი პალესტინისადმი მხარდაჭერას ყოველთვის გააგრძელებს, როგორც ადრე ხდებოდა.



მსგავსი ინფორმაციები