თურქეთი ტრამპის სურვილმა აღაშფოთა

“იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება ახალ კონფლიქტებს გააჩენს“

861624
თურქეთი ტრამპის სურვილმა აღაშფოთა

ანკარამ განაცხადა, რომ უკიდურესად შეშფოთებულია აშშ-ს მხრიდან გავრცელებული ინფორმაციით, რომლის მიხედვითაც ტრამპი იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას აპირებს.  

თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი იბრაჰიმ ქალინი აშშ-ს ამ განცხადებას სოციალურ ქსელ Twitter-ით გამოეხმაურა და ხაზი გაუსვა, რომ იერუსალიმის სტატუსი გაეროს მხრიდან გარანტიაზეა აყვანილი და აქედან გამომდინარე ასეთი შინაარსის განცხადების გავრცელება მეტად შემაშფოთებელი და ამასთან ძალზედ საგანგაშოა, რადგან, ეს ინიციატივა სრულიად ეწინააღმდეგება როგორც იერუსალიმის რელიგიურ თუ ისტორიულ სტატუსს, ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და გაეროს რეზოლუციებს.

"ასეთი ნაბიჯი გამოიწვევს ისედაც მყიფე ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის შეწყვეტას და სტარტს მისცემს ახალი დაძაბულობებს და კონფლიქტებს. ვიმედოვნებთ, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია ამ მძიმე შეცდომას ცხოვრებაში არ გაატარებს, რადგან, იერუსალიმის  და ჰარემი-შარიფის სტატუსის შენარჩუნებას უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია მუსლიმანური სამყაროსათვის", ხაზგასმულია ქალინის განცხადებაში



მსგავსი ინფორმაციები