ჩავუშოღლუ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუდ ჩავუშოღლუ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრს ანჯელიო ალფანოს შეხვდა

853735
ჩავუშოღლუ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუდ ჩავუშოღლუ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრს ანჯელიო ალფანოს შეხვდა.

თურქეთ-იტალიის მეათე ფორუმში მონაწილეობის მისაღებად და შეხვედრების ჩასატარებლად იტალიის დედაქალაქ რომში მყოფი ჩავუშოღლუ იტალიელ კოლეგას ალფანოს შეხვდა.

თურქეთ-იტალიის ფორუმის მასპინძელ ბანკ უნიკრედიტის რომის ცენტრალურ ოფისში გამართული შეხვედრა დაახლეობით ნახევარი საათი გაგრძელდა.

შეხვედრაზე, თურქეთ-იტალიის ურთიერთობები, თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობები, ლიბიაში, სირიაში, ლიბანსა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები, ორივე ქვეყნისათვის პრობლემური მიგრანტთა საკითხი იქნა განხილული.

მინისტრები შეხვედრის შემდეგ თურქეთ-იტალიის მეათე ფორუმის დახურვის ცერემონიას დაესწრო.



მსგავსი ინფორმაციები