სტოლტენბერგმა თურქეთს ბოდიში მოუხადა

სტოლტენბერგმა თურქეთს ბოდიში მოუხადა

849950
სტოლტენბერგმა თურქეთს ბოდიში მოუხადა

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ნორვეგიაში ჩატარებულ წვრთნების  დროს მომხდარი სკანდალის გამო, თურქეთს ბოდიში მოუხადა. მან წერილობით განცხადებაში აღნიშნა, რომ  მომხდარი,  ნატო-ს მოსაზრებებს არ ასახავს. იენს სტოლტენბერგმა გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნა, რომ ის სამხედრო მოსამსახურე, რომელმაც აღნიშნული ქმედება ჩაიდინა, გათავისუფლებულ იქნა და მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. „ის პირი, ნატოს მოსამსახურე არ არის, იგი ნორვეგიის მიერ მივლინებული ხელშეკრულებით მომუშავე სამოქალაქო პირია. ამის შემდეგ მის მიმართ შესაბამისი სასჯელის გამოტანაც, ნორვეგიის ოფიციალური პირების მიერ მოხდება. თურქეთი ნატოს მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელსაც ალიანსში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის,“ ნათქვამია ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგის განცხადებაში.

მეორეს მხრივ,  ნატოს წარმომადგენლის განცხადებით, ნორვეგიაში ჩატარებულ წვრთნებზე, ათათურქისა და პრეზიდენტ რეჯებ თაიფ ერდოღანის სამიზნედ ჩვენებასთან დაკავშირებით, ერთი ტექნიკოსი და ერთი ოფიცერი არმიიდან გააგდეს.

ნორვეგიაში მდებარე მოკავშირე ძალთა სარდლობამ სკანდალთან დაკავშირებით წერილი გამოქვეყნა, რომელშიც ბოდიშს უხდის თურქეთის გაერთიანებული შტაბს.

სარდალი ანდრეი როიდოვიჩი ბოდიშის წერილში აღნიშნავს, რომ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერიც „ძალიან სწუხს“ და ალიანსის საკითხთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებას ელოდება.

პრეზიდენტ ერდოღანის განცხადებით, ათათურქის ფოტოსა და მისი სახელის „მტრის სურათად“ გამოყენებულ წვრთნებში მონაწილე 40-მა თურქმა სამხედრომ წვრთნები დატოვა. ნორვეგიაში მიმდინარე ნატოს წვრთნები 8 ნოემბერს დაწყებული Trident Javelin-ის სახელწოდების წვრთნებია.

წვრთნებში, რომელიც დღეს უნდა დასრულებულიყო, მონაწილე თურქი პერსონალი ხუთშაბათს უკან გამოიძახეს.

ერდოღანმა საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ „შეუძლებელია არსებობდეს ასეთი ალიანსი და ასეთი მოკავშირეობა.“  



მსგავსი ინფორმაციები