საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავუშოღლუ ლიბანელ კოლეგას შეხვდა

ჩავუშოღლუმ ლიბანის საგარეო საქმეთა და მიგრანტთა საკითხთა მინისტრ, გებრან ბასილთან, ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა

849297
საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავუშოღლუ ლიბანელ კოლეგას შეხვდა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ ლიბანის საგარეო საქმეთა და მიგრანტთა საკითხთა მინისტრ, გებრან ბასილთან, ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა.

ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ბასილთან ორმხრივი და ორივე ქვეყნისათვის საინტერესო რეგიონალური საკითები განიხილეს.  

მისივე თქმით, ლიბანის პრემიერის საად ჰარირის გადადგომის და შემდგომი პროცესის შეფასების საშუალება მიეცათ და ბასილის მიერ ამ საკითხზე წარმოებული დიპლომატიური შეხვედრების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ლიბანის ერთიანობას, სტაბილურობას და ლიბანის სტაბილურობისათვის საფრთხის შემქმნელი ყველა სახის მოვლენის წინააღმდეგნი ვართ. ამ პრობლემის საერთო ენის გამონახვით მოგვარებს მომხრე ვართ.“ - განაცხადა ჩავუშოღლუმ და დაამატა, რომ კმაყოფილებით შეხვდნენ ჰარირის მიერ ლიბანში დაბრუნების თაობაზე გაკეთებულ განცხადებას.   

თურქმა მინისტრმა ასევე აღნიშნა: „მჯერა, რომ ეს პრობლემა ჰარირის ლიბანში დაბრუნების შემდეგ როგორც პრეზიდენტთან ასევე სხვა პოლიტიკურ მოთამაშეებთან და საკუთარ პარტიასთან მოლაპარაკებით ყოველგვარი ზეწოლის გარეშე გონივრულად სწორად მოგვარდება.“

მისივე თქმით, ლიბანის პრეზიდენტის მიშელ ავნის თაოსნობით ლიბანელი უფლებამოსილების პოზიციას აფასებენ და ინტენსიურ ძალისხმევას იჩენენ ორმხრივი ურთიერთობების გაფართოებისათვის.

ჩავუშოღლუმ ასევე განაცხადა, რომ ლიბანში მყოფი გაერთიანებული ერების სამშვიდობო ძალების თურქეთის მხრიდან დახმარება გაგრძელდება.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ლიბანმა წარსულში ბევრი ტკივილი განიცადა, სირიაში არსებული ვითარების გამო მან დიდი რაოდენობით დევნილი შეიფარა და ეს ლიბანისთვის რამდენად მძიმე ტვირთია ყველაზე კარგად თურქეთმა იცის. „ამის გამო ლიბანს სხვა პრობლემები არ სჭირდება. პირიქით, არსებული პრობლემების მოგვარებაში ყველამ ერთად ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ. ამჟამად თურქეთი პოზიცია უაღრესად ნათელია.“-თქვა მინიტრმა.

ლიბანის საგარეო საქმეთა და მიგრანტთა საკითხების მინისტრმა ბასილიმ კი განცხადა, რომ იგი პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა მიიღო, დიდი კმაყოფილება გამოთქვა მინისტრ ჩავუშოღლუსთან შეხვედრის გამო დაამატა, რომ მის ქვეყანაში განვითარებული მოვლენები თურქ მეგობრებთან განიხილა.  

„ვიმედოვნებთ, რომ პრემიერი ჰარირი რაც შეიძლება მალე მის ქვეყანაში დაბრუნდება და ეს საკითხი მოგვარდება. ჩვენ დღემდე სუნთქვა შევიკარით და მოთმინებით ველოდებით, რადგანაც არ გვსურს სხვა პრობლემებიც წარმოიქმნას. ველოდებით, რაც შეიძლება მალე პატივცემული ჰარირი ქვეყანაში ჩამოვიდეს და თავისუფლად მიიღოს გადაწყვტილება.“-აღნიშნა სტუმარმა მინისტრმა.



მსგავსი ინფორმაციები