თურქეთმა, საფრანგეთმა და იტალიამ ბიზნესკავშირის განზრახვის დეკლარაციას მოაწერეს ხელი

თურქეთმა, საფრანგეთმა და იტალიამ ბიზნესკავშირის განზრახვის დეკლარაციას მოაწერეს ხელი

843945
თურქეთმა, საფრანგეთმა და იტალიამ ბიზნესკავშირის განზრახვის დეკლარაციას მოაწერეს ხელი

თურქეთის, საფრანგეთის და იტალიის თავდაცვის მინისტრებმა თავდაცვის სფეროში ბიზნესკავშირის განზრახვის დეკლარაციას მოაწერეს ხელი. დეკლარაციის პირველი ნაბიჯი, SAMP-T საჰაერო თავდაცვის სისტემის EUROSAI-ს ანალიზის დაფუძვნებას, თურქული კომპანიების მიერ იდენტიფიკაციას და საჭიროებისამებრ სამი ქვეყნის ერთობლივ სამუშაოებს ითვალისწინებს. ამ თვალსაზრისით ბრიუსელში ჩასულმა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ნურეთთინ ჯანიქლიმ  NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში ასევე სხვადასხვა შეხვედრებიც გამართა. ჯანიქლიმ თავის ფრანგ და იტალიელ კოლეგებს შეხვდა. სამმხრივ შეხვედრაზე  მინისტრებმა ქვეყნებს შორის ბიზნესკავშირის განზრახვის დეკლარაციას მოაწერეს ხელი. ეს კონტექსტი ასევე მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში მრეწველობის განვითარებას, მათ შორის ტექნოლოგიურ თანამშრომლობას, ასევე თანამშრომლობის გაძლიერებას საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაში, მათ შორის სამხედრო ელექტრონული სისტემების, პროგრამული უზრუნველყოფის და სიმულაციური სისტემებისა და საკომუნიკაციო აღჭურვილობის ერთობლივ წარმოებასაც. მეორეს მხრივ თურქეთ, საფრანგეთ და იტალიას შორის თავდაცვის სფეროში  ბიზნესკავშირის განზრახვის დეკლარაციის ხელმოწერას,  ნატო-ს გენერალური მდივნი, იენს სტოლტენბერგიც  გამოეხმაურა და კმაყოფილება გამოთქვა.



მსგავსი ინფორმაციები