ილდირიმი აშშ-ია

ილდირიმი შეხვდა  წამყვან რესპუბლიკელს და აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სენატორს თენესსი ბობ კორკერს

843065
ილდირიმი აშშ-ია

აშშ-ი მყოფმა პრემიერ მინისტრმა ბინალი ილდირიმმა, დედაქალაქ ვაშინგტონში დაიწყო შეხვედრები. უპ. ყოვლისა შეხვდა  წამყვან რესპუბლიკელს და აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სენატორს თენესსი ბობ კორკერს. სასტუმროში გამართული შეხვედრა გაგრძელდა ერთ საათზე მეტი.

ილდირიმის კორკერთან შეხვედრას შეუერთდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ბერატ ალბაირაკი, ვაშინგტონის თურქეთის ელჩი სერდარ კილიჩი, პრემიერ მინისტრის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში კერიმ ურასი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი იჰსან დურდუ.

რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა კორკერმა, შეხვედრის შემდეგ, ანადოლუს საინფორმაციო სააგენტოსთვის განცხადებაში, კმაყოფილება გამოთქვა ილდირიმთან შეხვედრით და მას ნაყოფიერი უწოდა. აღნიშნა, რომ ფართო ასპექტში განიხილეს ორ სახელმწიფოს შორის ზოგიერთი სპეციფიკური საკითხები. არსებობს მრავალი საკითხი, რომლის გადაწყვეტაც საჭიროა და პრობლემების გადაჭრას დრო სჭირდება. თურქეთი ლამაზი ქვეყანაა და უკანასკნელ წლებში მრავალ პროგრესს მიაღწია. ადრე იმყოფებოდა თურქეთში და შეუყვარდა ეს სახელმწიფო. თურქეთმა მრავალი რამ გააკეთა განსაკუთრებით, სირიელებისთვის. აშშ-ს შეუძლია ნატოს მსგავსად, ჯერაც კარგი ურთიერთობების დამყარება თურქეთთან, მაგრამ ამჟამად მათ შორის არსებობს სხვაობებიც-აღნიშნა სენატორმა.



მსგავსი ინფორმაციები