„თურქეთს ტერორიზმს არ ჩავაბარებთ“

„თურქეთს ტერორიზმს არ ჩავაბარებთ“

840204
„თურქეთს ტერორიზმს არ ჩავაბარებთ“

თურქეთის პრემიერმინისტრმა  ბინალი ილდირიმმა  ქალაქ, ერზინჯანში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თურქეთს ტერორიზმს არ ჩააბარებენ. „ფეთჰულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია პარალელური სახელმწიფო სტრუქტურა (FETÖ/PDY) PKK, DEAŞ, DHKP-C, PYD, YPG რა სახელწოდებითაც არ უნდა გაჩნდნენ თურქეთს ტერორიზმს არ ჩავაბარებთ,“ აღნიშნა ილდირიმმა. პრემიერმინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ასევე აღნიშნა, რომ ტექნოლოგიასა და თავდაცვის სფეროში თურქეთმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. „ახლა თურქეთი საკუთარ ავტომობილსაც  გააკეთებს. სამამულო ავტომობილი, თურქი ინჟინრების და მუშების მხრიდან უნდა გაკეთდეს. სამართლიანობის და განვითარების პარტიამ (AKP) 15 წლის განმავლობაში ახალი  20 ათასი კილომეტრი სიგრძის გზა გააკეთა. ღმერთის წყალობით სამამულო ავტომობილები მალე დაიწყებენ სვლას ამ გზებზე. თურქი ხალხისათვის სიკეთის მომტანი ყოფილიყოს,“ განაცხადა პრემიერმინისტრმა ქალაქ ერზინჯანში სიტყვით გამოსვლის დროს.  



მსგავსი ინფორმაციები