რუსული თვითმფრინავი თურქეთის საჰაერო სივრცეში

იგი 6 ოქტომბრამდის იფრენს

819261
რუსული თვითმფრინავი თურქეთის საჰაერო სივრცეში

თურქეთის შეიარაღებული ძალების პრეს სამსახურის ცნობით, გუშინ დაიწყო და 6 ოქტომბრამდის გაგრძელდება რუსეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილი თვითმფრინავის მხრიდან თურქეთის საჰაერო სივრცეში სადამკვირვებლო ფრენის განხორციელება და ეს ხდება რა რუსეთთან ხელმოწერილი ღია სივრცეების შეთანხმების ფარგლებში, ქალაქ ესკიშეჰირის აეროპორტიდან აფრენილ რუსულ თვითმფრინავში თურქი წარმომადგენლებიც იქნებიან. ხსენებულ შეთანხმებას თურქეთმა და საბჭოთა კავშირმა 1991 წელს მოაწერეს ხელი, მაგრამ, იგი ძალაში 2000 წელს, რუსეთის ფედერაციის პარლამენტის მხრიდან რატიფიკაციის შემდეგ შევიდა. ამ შეთანხმებით ორივე ქვეყანას, ერთმანეთის საჰაერო სივრცეში უიარაღო სადამკვირვებლო ფრენის განხორციელება შეუძლიათ და მასზე რაიმე შეზღუდვები არ არის დაწესებული   



მსგავსი ინფორმაციები