ბექირ ბოზდაღმა მინისტრთა საბჭოს შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთა

ბექირ ბოზდაღმა, დაგმო საფრანგეთში ხანძრის განგებ გაჩენის მცდელობა, რომლის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა და მათ შორის 3 თურქი

819122
ბექირ ბოზდაღმა მინისტრთა საბჭოს შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთა

ვიცეპრემიერმა და მთავრობის პრესსპიკერმა, ბექირ ბოზდაღმა, დაგმო საფრანგეთში ხანძრის განგებ გაჩენის მცდელობა, რომლის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა და მათ შორის 3 თურქი.

მინისტრთა საბჭოს შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში ბექირ ბოზდაღმა ფრანგ უფლებამოსილებს მოუწოდა დამნაშავეები გამოვლინდნენ და დაისაჯონ.

ბოზდაღმა ასევე დასძინა: „ეს სამწუხარო მოვლენები კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ რასიზმი, დისკრიმინაცია, ქსენოფობია და მისი მსგავსიო ჩვენი ეპოქისათვის და ყველა ჩვენგანისთვის საფრთხის შემქმნელი ამ დაავადებების წინააღმდეგ საჭიროა ერთობლივი მოქმედება. ვიმედოვნებ, რომ ამის შემდეგ ასეთი სამწუხარო ფაქტები აღარ განმეორდება.“   

ერაყის ქურთული რეგიონალური მმართველობის მიერ გასულ კვირაში გამართული არაკანონიერი რეფერენდუმის საკითხზე კი აღნიშნა, რომ თურქეთი საღად იაზროვნებს და ირანთან და ერაყთან ითანამშრომლებს.

"ექრმ-ის მიმართ გადასადგმელ ნაბიჯებში გათვალისწინებული იქნება საერთაშორისო კანონები და თურქი ერის ინტერესები. მანამ, სანამ ექრმ შეცდომას არ გამოასწორებს, თანამშრომლობაზე საუბარი არ იქნება. ამის შემდგომ ნაბიჯებს გამოცხადების გარეშე გადავდგამთ"-განაცხადა ბოზდაღმა.

 


საკვანძო სიტყვები: #მინისტრთა საბჭო

მსგავსი ინფორმაციები