ტერორგანიზაცია PKK-ს დიდი დარტყმა მიაყენეს

გაერთიანებულ შტაბში გაკეთებული განცხადების თანახმად, თურქეთის შეიარაღებული ძალები, ერაყის ჩრდილოეთში ტერორგანიზიციის ბანაკებზე თავდასხმებს განაგრძობს

814000
ტერორგანიზაცია PKK-ს დიდი დარტყმა მიაყენეს

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ერაყის ჩრდილოეთში მდებარე ზაპისა და ავაშინ-ბასიანის რეგიონში ჩატარებული საჰაერო ოპერაციის დროს, რეგიონში თავდასხმისათვის მზადებაში მყოფი ტერორგანიზაციის წევრების თავშესაფრები, საბრძოლო პოზიციები, იარაღისა და საბრძოლო მასალის საწყობები გაანადგურებს.

გაერთიანებულ შტაბში გაკეთებული განცხადების თანახმად, თურქეთის შეიარაღებული ძალები, ერაყის ჩრდილოეთში ტერორგანიზიციის ბანაკებზე თავდასხმებს განაგრძობს.

საჰაერო ძალების სარდლობის საბრძოლო თვითმფრინავებმა ზაპისა და ავაშინ-ბასიანის რეგიონებში ტერორგანიზაცია PKK-ს ბანაკებზე საჰაერო იერიში მიიტანეს.

თვითმფრინავებმა, რეგიონში აღმოჩენილი ტერორგანიზაციის წევრების, რომლებიც თავდასხმისთვის ემზადებოდნენ, საბრძოლო პოზიციები, თავშესაფრები, იარაღისა და საბრძოლო მასალების საწყობები გაანადგურეს.

ოპერაციაში მონაწილე თვითმფრინავები თავიანთ ბაზებზე უსაფრთხოდ დაბრუნდნენ.



მსგავსი ინფორმაციები