ემინე ერდოღანი, ჩავუშოღლი, არაკანი

თურქეთი განაგრძობს არაკანელი მუსლიმანების პრობლემისთვის გადაწყვეტის გზების მოძიებას

802104
ემინე ერდოღანი, ჩავუშოღლი, არაკანი

თურქეთი განაგრძობს არაკანელი მუსლიმანების პრობლემისთვის გადაწყვეტის გზების მოძიებას.

ვიცე პრემიერის ჰაქან ჩავუშოღლის განცხადებით, პრეზიდენტ ერდოღანის მეუღლე ემინე ერდოღანი, დღეს ბანგლადეშს ეწვევა და მოინახულებს მიანმარის არმიის გენოციდს გაქცეული არაკანელი მუსლიმანების კარვებს.  

ემინე ერდოღანი, საგარეო საქმთა მინისტრ მევლუდ ჩავუშოღლისთან და თურქეთის თანამშრომლობისა და საკოორდინაციო სააგენტოს თავჯდომარე სერდარ ჩამთან ერთად  ბანგლადეშში, ჩაატარებენ შეხვედრებს.

ვიცე პრემიერმა ასევე, გააცნო ჰუმანიტარული დახმარების დეტალები, რომელიც თიკამ უნდა გაუწიოს დაზარალებულებს. რეგიონში მიმდინარე დაძაბულობის გამო, დახმარების მიწოდება მოხდება საჰაერო გზით.

ათას ტონიან დახმარებაში შედის ტანსაცმელი, სურსათი და პირველადი მოხმარების საგნები.

თურქეთის დახმარება უზრუნველყოფს ასი ათასი არაკანელი ოჯახის სავალდებულო მოთხოვნებს.

ამავე დროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მინისტრი ჩავუშოღლი, ადგილზე მოინახულებს და დააკონტროლებს მიანმარის არაკანის პროვინციის ჩრდილოეთით მომხდარი მოვლენების გამო, ბანგლადეშში თავშეფარებული და უფრო ადრე შეხიზნული 120 ათასი როჰინგელის ცხოვრების პირობებს. მევლუდ ჩავუშოღლი, საკითხთან დაკავშირებით თურქეთის  მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით 7-8 სექტემბერს ეწვევა ბანგლადეშს.

დედაქალაქ დაკკაში შეხვდება ბანგლადეშის უფლებამოსილებს და საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაციების წარმომადგენლებს.



მსგავსი ინფორმაციები