30 აგვისტო, პრემიერის მესიჯი

თურქეთის დაქუცმაცების მოსურნე ძალები უძლურნი გახდნენ თურქი ხალხის წინაშე

798753
30 აგვისტო, პრემიერის მესიჯი

30 აგვისტოს გამარჯვების დღესთან დაკავშირებით მესიჯი გაავრცელა პრემიერმა ბინალი ილდირიმმა. გულწრფელად და მთელი გულით მიულოცა თურქ ხალხს ეს დღე და აღნიშნა, რომ 1922 წლის 30 აგვისტო, ეს არის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვების დღე.  ეს არის ის დღე, როცა თურქმა ხალხმა მსოფლიოს დაანახვა, რომ ყველანაირი სიძნელეების მიუხედავად, სიცოცხლის ფასად შეუძლია თავისი სამშობლოს, მისი დროშის და დამოუკიდებლობის დაცვა.

თურქეთის დაქუცმაცების მოსურნე ძალები უძლურნი გახდნენ თურქი ხალხის წინაშე.

დღესაც, ხელიხელ ჩაკიდებულნი, ერთსულოვნად და მტკიცე გადაწყვეტილებით იბრძვიან რესპუბლიკის და დემოკრატიისთვის საფრთხის შემქმნელი მტრების წინააღმდეგ, სამშობლოს ოთხივ კუთხეში, კეთილდღეობის და სტაბილურობის შესანარჩუნებლად. ყველამ იცოდეს, რომ თურქეთის ერთიანობის და მთლიანობის დარღვევის მცდელი ძალები დაუპირისპირდებიან ჩვენი სამშობლოს სიდიადეს და ძალაუფლებას.  ის ძალები, რომლებიც ფიქრობენ თურქეთის დასუსტებას პუტჩებით, ტერ-აქტებით, ვერასდროს ვერ მიაღწევენ მიზანს აღინიშნა პრემიერის მესიჯში. 



მსგავსი ინფორმაციები