თურქეთმა მიანმარში განვითარებული მოვლენები დაგმო

თურქეთმა მიანმარში განვითარებული მოვლენები დაგმო

798134
თურქეთმა მიანმარში განვითარებული მოვლენები დაგმო

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიანმარში 25 აგვისტოს განხორციელებული თავდასხმების დროს არაპროპორციული ძალის გამოყენება მკაცრად დაგმო. „ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი შეშფოთება მინმარის მთავრობის წარმომადგენლებს ვაუწყეთ და აღვნიშნეთ, რომ რეგიონში განხორციელებული ოპერაციების დროს სამოქალაქოების მიმართ გამოყენებული არაპროპორციული ძალა მიუღებელია. ჩვენ ასევე ვაცხადებთ, რომ რეგიონში ჰუმანიტარული ღონისძიებების გაგრძელება ძალზედ მნიშვნელოვანია,“ ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე ბანგლადეშსაც მიმართა, რათა მიანმარელებს, რომლებიც იძულებით ამ ქვეყანაში შეღწევას ცდილობენ, ხელი შეუწყონ და მათი შესაბამისი დახმარებისათვის მზად არიან.  სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციასთან მოლაპარაკებებსაც აწარმოებენ, რათა შესაბამისი ნაბიჯები იქნას გადადგმული.



მსგავსი ინფორმაციები