ერდოღანმა პრეზიდენტობის სამი წელი პირდაპირ ეთერში შეაფასა

ერდოღანმა პრეზიდენტობის სამი წელი პირდაპირ ეთერში შეაფასა

798212
ერდოღანმა პრეზიდენტობის სამი წელი პირდაპირ ეთერში შეაფასა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, პრეზიდენტობის სამი წელი თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობა TRT-ს პირდაპირ ეთერში შეაფასა და სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა. მან მიანმარის საკითხთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მომხდარს მკაცრად გმობენ და  გაეროს ჩათვლით ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე ამ საკითხს დღის წესრიგში დააყენებენ. პრეზიდენტმა TRT-სთან ინტერვიუს დროს ასევე განაცხადა, რომ მსოფლიოს მასშტაბით ნაკლებად განვითარებულ ქვეყნების მიმართ ქველმოქმედებას ახორციელებენ და სამომავლოდაც გააგრძელებენ რა, ამ საკითხში, აშშ პირველ ადგილზეა, ხოლო თურქეთი მეორეზე. ერდოღანმა კატარის კრიზისსაც შეეხო და იმედი გამოთქვა, რომ წმინდა ყურბან ბაირამის კვირეულში კრიზისი მოგვარდება და ამაში დიდი წვლილი საუდის არაბეთის მეფე, სალმანს აკისრია. პრეზიდენტმა ისრაელის, მესჯიდი აქსას წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებებიც გაიხსენა და განაცხადა, რომ სიტუაცია ჯერ-ჯერობით მთლიანად დასტაბილურებული არ არის. ერდოღანს ამ საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტმა ასეთი კითხვა დაუსვა: რაოდენ ეფექტური როლი შეასრულა ამ საკითხში დიპლომატიამ? რაზეც მან ასეთი პასუხი გასცა: „ამ საკითხთან დაკავშირებით, პალესტინის სახელმწიფო მეთაურთან, ისრაელის პრეზიდენტთან და იორდანიის მეფესთან მოლაპარაკებები ვაწარმოეთ, რამაც დღევანდელ სიტუაციამდე მოგვიყვანა. მაგრამ, ჯერ კიდევ სრულად არ არის მოგვარებული ეს პრობლემა. მსგავსი დაძაბულობა ხვალ რა საკითხთან დაკავშრებით წარმოიქმნება, ამის ვარაუდი ძნელია. ნეთანიაჰუს ჩათვლით ყველამ კარგად უნდა გაათვითცნობიეროს, რომ ჰარემი-შერიფი სამი ღვთიური რელიგიისთვის წმინდა ადგილია, ამიტომ არავის აქვს იმის უფლება, რომ თქვას, ეს ჩვენიაო. აქ მუსლიმანებს შესვლის უფლება არ აქვთო.“ ერდოღანმა პრეზიდენტობის სამი წლის შეფასების დროს აფრიკის ქვეყნებსაც შეეხო და განაცხადა, რომ მაშინ როდესაც ისინი მმართველობაში მოვიდნენ, აფრიკის ქვეყნებში მხოლოდ 12 საელჩო ჰქონდათ, მაგრამ ამჟამად 39 საელჩო აქვთ და სამომავლოდ  აფრიკის ყველა ქვეყნებში აპირებენ საელჩოების გახსნას.



მსგავსი ინფორმაციები