შირნაქში სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK-ს 6 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული

შირნაქში სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK-ს 6 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული

776357
შირნაქში სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK-ს 6 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული

შირნაქში სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK-ს 6 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული.

გაერთიანებულ შტაბში გაკეთებული განცხადების თანახმად, ბეითუშშებაპის მახლობლად მოიერიშე ვერტმფრენების მხარდაჭერით ჩატარებული ოპერაციების დროს 6 ტერორისტი იქნა გაუვნებელყოფილი.

ჰაქქარისა და ბითლისში კი 2 ტერორისტი უსაფრთხოების ძალებს ჩაბარდა.

ამავდროულად განცხადება გაკეთდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომელშიც ნათქვამია, რომ ქვეყნის მასშტაბით ბოლო ერთ კვირაში წარმოებულ ოპერაციებში 26 ლიკვიდირებული მთლიანობაში კი 43 ტერორისტი იქნა გაუვნებელყოფილი.

უსაფრთხოების ძალების მიერ ჩატარებული 1119 ოპერაციის დროს PKK-სთვის დახმარების გაწევის ბრალდებით 213, ტერორგანიზაცია DEAŞ-თან კავშირში ყოფნის ბრალდებით 46, ფეტულაჰის ტერორგანიზაცია/პარალელური სახელმწიფო სტრუქტურა (FETÖ/PDY)-სთან ბრძოლის ფარგლებში 831, მემარცხენე ტერორგანიზაციებთან ბრძოლის ფარგლებში კი 8 ეჭვმიტანილი იქნა დაკავებული.

ოპერაციებში ტერორისტებიდან 3 ცოცხლად იქნა დაკავებული, 14 კი უსაფრთხოების ძალებს ჩაბარდა.

ბატმანში, ბინგოლში, შირნაქში, დიარბაქირსა და თუნჯელიში წარმოებულ ოპერაციებში ტერორგანიზაციის წევრების მიერ გამოყენებული 12 თავშესაფარი, გამოქვაბული აღმოაჩინეს ასევე ასაფეთქებლად გამზადებული 18 ხელნაკეთი ასაფეთქებელი და ნაღმი იქნა გაუვნებელყოფილი. ამოღებული იქნა ხელნაკეთი ასაფეთქებლების დასამზადებლად საჭირო 7 ტონა ფეთქებადი ნივთიერება, 41 ხელყუმბარა და 43 ერთეული იარაღი.



მსგავსი ინფორმაციები