თურქეთს დამოკიდებულება არ შეუცვლია

თურქეთს დამოკიდებულება არ შეუცვლია

773351
თურქეთს დამოკიდებულება არ შეუცვლია

თურქეთს, ჩრდილოეთ ერაყის ქურთული რეგიონის მხრიდან რეფერენდუმის ჩატარების საკითხთან დაკავშირებით დამოკიდებულება არ შეუცვლია. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჰუსეინ მუფთუოღლუმ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ერაყის ქურთული რეგიონის მხრიდან სექტემბრის თვეში ჩასატარებელი „დამოუკიდებლობის რეფერენდუმთან“ დაკავშირებით მათი დამოკიდებულება არ შეცვლილა. მუფთუოღლუმ ყოველდღიური პრესკონფერენციის დროს, ჩრდილოეთ ერაყის ქურთული რეგიონში გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თითქოს და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში თურქეთი რეფერენდუმის ჩატარებას მხარს დაუჭერს, შეაფასა და დასძინა, რომ ეს ინფორმაცია უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. „ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი, ერაყის ტერიტორიული მთლიანობა და პოლიტიკური ერთიანობაა. ჩრდილოეთ ერაყის ქურთული რეგიონის მხრიდან რეფერენდუმის ჩატარების საკითხთან დაკავშირებით ჩვენი დამოკიდებულება არ შეცვლილა რა, ამას ყველა პლატფორმაზე ვაცხადებთ კიდეც,“ განაცხადა მუფთუოღლუმ.



მსგავსი ინფორმაციები