ნუმან ქურთულმუშ 15 ივლისი

ნუმან ქურთულმუშმა, საფრანგეთში ისაუბრა ფეტოს ტერ-ორგანიზაციის წინააღმდეგ თურქი ხალხის გამოჩენილ მამაცობაზე

770662
ნუმან ქურთულმუშ 15 ივლისი

ვიცე პრემიერმა ნუმან ქურთულმუშმა, საფრანგეთში ისაუბრა ფეტოს ტერ-ორგანიზაციის 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების წინააღმდეგ თურქი ხალხის გამოჩენილ მამაცობაზე.  

ქურთულმუში, მოხსენებით გამოვიდა ევროპის თურქ დემოკრატთა კავშირის (UETD)სტრასბურგში ჩატარებულ პროგრამაში.

აღნიშნა, რომ 15 ივლისის მცდელობა ეს იყო თურქეთის ისტორიაში მომხდარი ყველაზე დიდი ღალატი. თურქი ხალხისთვის ეს არის  დაუვიწყარი ამბავი. მან სიფხიზლისკენ მოუწოდა ფეტოს ტერ-ორგანიზაცია პარალელური სტრუქტურის (FETÖ/PDY), 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მომწყობების და მათი დამქაშების მიმართ.

 გააკრიტიკა ზოგიერთი ევროპელი სახელმწიფო, რომლებიც ნებას არ იძლევიან 15 ივლისის პროგრამების ჩატარებას და აღნიშნა, რომ მათი ქმედება არ შეესაბამება დემოკრატიულ ღირებულებებს. შემდეგ კი, დაამატა, რომ მტკიცე გადაწყვეტილებით, ბოლომდე გაგრძელდება ფეტოს ტერ-ორგანიზაციასთან ბრძოლა.



მსგავსი ინფორმაციები