თურქეთის რეაგირება ბერძენ მინისტრს

კვიპროსის კონფერენციის უშედეგოდ დასრულების მიზეზი, სინამდვილეში გახლდათ ბერძნული მხარის უკომპრომისობა

768969
თურქეთის რეაგირება ბერძენ მინისტრს

თურქეთმა რეაგირება გამოთქვა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ნიკოს კოჯიასის კვიპროსის განხილვების უშედეგოდ დასრულებაში თურქეთის დადანაშაულების მიმართ.  

საგარეო საქმეთა სამინისტროს მრჩეველმა ჰუსეინ მუფტიოღლიმ ნიკოს კოჯიასის სიტყვების პასუხად, აღნიშნა, რომ შვეიცარიაში კვიპროსის კონფერენციის უშედეგოდ დასრულების მიზეზი, სინამდვილეში გახლდათ ბერძნული მხარის უკომპრომისობა. კოჯიასისი შეეცადა მიჩქმალოს ბერძნული მხარის გამო განხილვების ჩავარდნა.

კოჯიასის, 10 ივლისს, სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ივიჯა დაჯიასთან ათენში ჩატარებულ პრეს-კონფერენციაზე გამოყენებულ ზოგიერთ გამოთქმებთან დაკავშირებით, მუფტიოღლიმ ჟურნალისტების კითხვაზე აღნიშნა, რომ საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის 28 ივნისიდან 7 ივლისს შორის ჩატარებულ კვიპროსის კონფერენციაზე გამოთქმული სიტყვები, რომ „თურქეთმა კონსესუსისგან დაშორებული დამოკიდებულება წარმოადგინა“- ყოვლად მიუღებელია. მუფტიოღლიმ ყურადღება გაამახვილა, რომ გრას-მონტანას კვიპროსის კონფერენციის განხილვების პროცესზე თურქეთის მონაწილეობის მიზანი, თავიდანვე გახლდათ საკითხის კეთილი ნებით, კონსტრუქციული მიდგომით სამართლიანად და მდგრადი სახით გადაწყვეტა. თუ რომელმა მხარემ არ წარმოადგინა კონსტრუქციულობა ცნობილია კონფერენციის მონაწილეებისთვის.

ბერძნული მხარის მიდგომა სრულიად მოკლებულია კონსესუსის სულს და  კონსტრუქციულობას. პირიქით, დღის წესრიგში აყენებენ კეთილად მიმდგომი მხარის დადანაშაულებისთვის უსაფუძვლო და ტყუილ ბრალდებებს.

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟენევის მსგავსად განხილვების გრანს მონტანაშიც უშედეგოდ დასრულების პასუხისმგებლობის თავიდან აცილებისთვის უშედეგო მცდელობების მიზანია კვიპროსის ბერძნული მხარის არა კონსტრუქციული მიდგომის მიჩქმალვით თურქეთის დადანაშაულება.  საგარეო საქმეთა მინისტრმა მუფტიოღლიმ შემდეგ კი მოუწოდა, კოჯიასისს, რომელმაც არავითარი ინიციატივა არ გამოიჩინა კონფერენციის შედეგიანად დასრულებისთვის,  შემდგომში საქმისადმი პასუხისმგებლობით მიდგომისკენ.



მსგავსი ინფორმაციები