ტილერსონი თურქეთში ჩამოდის

ტილერსონი თურქეთში ჩამოდის

765503
ტილერსონი თურქეთში ჩამოდის

აშშ-ს საგარეო საქმეთა სამინისტროდან გავრცელებული წერილობითი განცხადების, თანახმად სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი 9-10 ივლისს თურქეთს ეწვევა. იგი სტამბოლში მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს. ამერიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ტილერსონი ჯერ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად გერმანიაში გასამართ G20-ს სამიტს დაესწრება, შემდეგ 9 ივლისს უკრაინას ეწვევა, სადაც ამ ქვეყნის პრეზიდენტ, პეტრო პოროშენკოსთან გამართავს შეხვედრას და შემდეგ აქედან თურქეთში გაემგზავრება. ტილერსონის თურქეთში ვიზიტის დროს, სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია PYD/PKK-ს სირიაში მოქმედება, ფეტულაჰის ტერ ორგანიზაცია FETÖ-ს ლიდერის, ფეტულაჰ გულენის ექსტრადაციის საკითხი და კატარსა და ზოგიერთ არაბულ ქვეყნებს შორის წარმოქმნილ კრიზისი იქნება  განხილული. იგი ბოლოს თურქეთში მიმდინარე წლის 30 მარტს იყო ჩამოსული.



მსგავსი ინფორმაციები