ერდოღანმა ინტერვიუ მისცა ტელეარხ France 24-ს

ერდოღანმა ინტერვიუ მისცა ტელეარხ France 24-ს

765611
ერდოღანმა ინტერვიუ მისცა ტელეარხ France 24-ს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ ფრანგულ ტელეარხ France 24-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია პკკ-ს სირიის ფრთა YPG-სგან თურქეთის მიმართ რაიმე საფრთხე შეიქმნება ოპერაციისათვის მზად არიან. „ამჟამად ნებისმიერი მუქარის დროს ჩვენი ჯარები და თავისუფალი სირიის არმია იქ ნებისმიერი ოპერაციისათვის მზად არიან,“ განაცხადა ერდოღანმა. პრეზიდენტმა ინტერვიუს დროს, აშშ-ს განცხადებაზე იმის თაობაზე, რომ YPG-სათვის მიცემული მძიმე საბრძოლო ტექნიკა უკან უნდა გამოართვან ამისი არ სჯერა. მან ინტერვიუს დროს კატარის კრიზისზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ კატარში საფრანგეთს და აშშ-საც აქვს სამხედრო ბაზები ამიტომ იმ შემთხვევაში თუ დოჰას მთავრობა თურქეთისგან სამხედრო ბაზის დახურვას მოითხოვს შესაბამის ნაბიჯს გადადგამენ. თურქეთის პრეზიდენტმა ინტერვიუს დროს ასევე ოთხი არაბული ქვეყნის კატარისადმი 13 მუხლისაგან შემდგარი ულტიმატუმის პაკეტიც შეაფასა და განაცხადა: „ამ პაკეტში ისეთი მუხლები არის, რომ ეს პირდაპირ იმას ნიშნავს, რომ მე შენ სახელმწიფოდ არ გცნობო. ეს ყველაფერი კი ნამდვილად მიუღებელია.“  ერდოღანმა ანკარა-ბერლინს შორის დაძაბულობაც შეაფასა და აღნიშნა: „გერმანიის ფედერალური კანცელარიის წინ გამართული პროვოკაციული აქციის დროს გერმანელი პოლიციელებიც იქ იყვნენ რა, სამწუხარო კი ისაა, რომ არანაირ რეაგირებას არ ახდენდნენ. ამ ქმედებას გერმანიის მთავრობიდანაც არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. ასეთი ქმედება ფაშიზმის გარდა სხვა რა ტერმინით შეიძლება შეაფასო. ეს მხოლოდ ფაშისტური ქმედებაა.“ მან ბოლოს ისიც აღნიშნა, რომ აღნიშნული საკითხის გერმანიაში 7-8 ივლისს გასამართ G20-ს სამიტზეც აპირებს დღის წესრიგში დაყენებას.



მსგავსი ინფორმაციები