საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო აქცია

თურქეთმა მწვავედ           დაგმო გერმანიის ფედერალური კანცელარიის შენობის წინ, ხელოვანის, ვინმე ფილიპ რუტჩის მხრიდან ჩატარებული პროვოკაციული აქტი

764732
საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო აქცია

თურქეთმა მწვავედ           დაგმო გერმანიის ფედერალური კანცელარიის შენობის წინ, ხელოვანის, ვინმე ფილიპ რუტჩის მხრიდან ჩატარებული პროვოკაციული აქცია.  

საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილობით განცხადებაში აღინიშნა:-„ბერლინის კანცელარიის შენობის წინ, თურქეთის პრეზიდენტის ჩათვლით, ზოგიერთი მსოფლიო ლიდერებისადმი მიმართული პროვოკაციული ბანერებით ჩატარებულ აქციას მწვავედ ვგმობთ.

ბანერებში დაწერილი გამოთქმები, ეს არის სურათებით წარდგენილი ლიდერების ცხოვრებაზე ძალადობრივი აქტის განხორციელებისთვის გამოთქმული მოწოდება. უფრო უარესი გახლავთ ის, რომ აქციის ჩატარების ადგილზეა გერმანიის პოლიცია და არ ერევა ამ საქმეში. ეს არის გერმანიაში მზარდი რასიზმის და ქსენოფობიის უკანასკნელ დონემდე ასული ახალი მაგალითი. საკითხთან დაკავშირებით თურქეთის უკმაყოფილება ნოტის მეშვეობით გადაეცა გერმანიის ანკარის საელჩოს და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს. კანცელარიის წინ ჩატარებული აქცია ყოვლად მიუღებელია. ძალადობისადმი მიმართული მდგომარეობის შესახებ, გერმანიის ხელისუფლებისგან ველით სასწრაფოდ,   ყველანაირი სათანადო ღონისძიებების გატარებას“-გამოითქვა განცხადებაში.  

რეაგირებამ ფართო გამოძახილი ჰპოვა სოციალურ მედიაშიც.

ზოგიერთმა მომხმარებელმა დაწერა შემდეგი სიტყვები:-„მეამბოხე სისის მხარდამჭერი გერმანია, მოკვლით ემუქრება ხალხის დიდი მხარდაჭერით არჩეულ ერდოღანს“.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #დაგმობა , #აქცია , #გერმანია

მსგავსი ინფორმაციები