თურქეთი კატარის კრიზისის მოსაგვარებლად აქტიურად მუშაობს

თურქეთი კატარის კრიზისის მოსაგვარებლად აქტიურად მუშაობს

752123
თურქეთი კატარის კრიზისის მოსაგვარებლად აქტიურად მუშაობს

თურქეთი კატარის კრიზისის მოსაგვარებლად აქტიურ მუშაობას აგრძელებს. დღეს, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლი კატარს ეწვევა. მან ამის შესახებ ანკარაში მყოფ, ბურუნდის საგარეო ურთიერთობების და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრ ალაინ აიმე ნიმიტვესთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ გამართული ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა. ჩავუშიღლუმ პრესკონფერენციის დროს აღნიშნა, რომ თურქეთის მთავრობა კატარის კრიზისის დიპლომატიური გზით მოსაგვარებლად ყველაფერს აკეთებს. პრეზიდენტი ერდოღანი, პრემიერმინისტრი ილდირიმი და თვითონ გამუდმებით აგრძელებენ მოლაპარაკებებს. „კატარში და თუ პროგრამა შედგება საუდის არაბეთს უნდა ვეწვიო. ამ საკითხთან დაკავშრებით საუდის არაბეთის დამოკიდებულება და აზრის  გაზიარება აუცილებელია. ჩვენ ამ საკითხის მოგვარებაში, როგორ წვლილს შევიტანთ, ეს უნდა გავარკვიოთ. ვფიქრობ, რომ საკითხის ადგილზე განხილვა სასარგებლო იქნება,“ განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.  



მსგავსი ინფორმაციები