ჩავუშოღლუმ ლიტვაში ვიზიტი გადაავადა

ამის მიზეზი კატარის გარშემო მიმდინარე მოვლენები გახდა

749229
ჩავუშოღლუმ ლიტვაში ვიზიტი გადაავადა

ლიტვის საგარეო საქმეთა პრეს სამსახური იუწყება, რომ ამ უწყების ხელმძღვანელს ლინას ლინკევიჩუს ტელეფონით დაუკავშირდა თავისი თურქი კოლეგა მევლუტ ჩავუშოღლუ და ამ ქვეყანაში დაგეგმილი ვიზიტის გადავადება შეატყობინა რა, ხაზი გაუსვა, რომ ეს ვიზიტი უახლოეს მომავალში, ორივე მხარისათვის ხელსაყრელ პერიოდში გაიმართება.

ამავე ცნობით თურქმა დიპლომატმა ვიზიტის გადავადების მიზეზად კატარში დაწყებული მოვლენები დაასახელა.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით ჩავუშოღლუ კატარის კრიზისის დიალოგის გზით მოგვარებასთან დაკავშირებით აგრძელებს სატელეფონო დიპლომატიას და მის ფარგლებში წუხელ თავის კატარელ კოლეგა შეიხ მუჰამმედ ბინ აბდურრაჰმან ალ სანის დაუკავშირდა რა, განიხილეს ყურეში შექმნილი ბოლო მდგომარეობა.

ამავე ცნობით ეს საკითხი ჩავუშოღლუმ რუმინელ და ბულგარელ კოლეგებთან სატელეფონო საუბარშიც განიხილა



მსგავსი ინფორმაციები