საგარეო უწყებამ Die Welt-ში გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე განცხადება გააკეთა

მუფთუოღლუს განცხადებით, გერმანულ გაზეთ  Die Welt-ში მოყვანილი ბრალდების საპირისპიროდ, თურქეთის ნატოს სამიტის მასპინძლობის წინადადებაზე უარის თქმის მსგავსი რამ არ მომხდარა

744323
საგარეო უწყებამ Die Welt-ში გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე განცხადება გააკეთა

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის ჰუსეინ მუფთუოღლუს განცხადებით, გერმანულ გაზეთ  Die Welt-ში მოყვანილი ბრალდების საპირისპიროდ, თურქეთის ნატოს სამიტის მასპინძლობის წინადადებაზე უარის თქმის მსგავსი რამ არ მომხდარა.

მუფთუოღლუმ საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ გაზეთ Die Welt-ში ნატოს 2016 წლის ვარშავის სამიტზე პრეზიდენტ რეჯებ თაიბ ერდოღანის მიერ გაკეთებულ სამიტის მიწვევაზე, ნატოს ბევრი ქვეყნის მათ შორის გერმანიის, საფრანგეთის, ჰოლანდიისა და დანიის მხრიდან უარის თქმის თაობაზე გავრცელებული ინფორმაციას გაოცებით შეხვდნენ.   

პრესსპიკერის თქმით, როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში გასულ კვირაში ჩატარებულ შეხვედრაზე 2018 წელში სამიტის ჩატარება გადაწყდა და ამ სამიტის გამართვის ადგილი და თარიღი მომდევნო კვირეებში დადგინდება.  

მუფთუოღლუმ აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა ერდოღანმა ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე, მანამდე გამართულ ნატოს პლატფორმებზე და ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრებზე ამ საკითხზე ისაუბრა და თურქეთი ბრიუსელის შეხვედრის მომდევნო ერთ-ერთი პირველი სამიტის მასპინძლობისათვის მზად არის.

„ამის გამო, გაზეთ Die Welt-ის იდეების საპირისპიროდ, ნატოს სამიტის მასპინძლობის შეთავაზებაზე უარის თქმის მსგავსი ვითარება არ არსებობს. ამის მსგავსი უსაფუძვლო ინფორმაციები ჩვენის ქვეყნის მიმართ უარყოფითი შთაბეჭდილების შექმნის მიზანს ემსახურება“- აღნიშნა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჰუსეინ მუფთუოღლუმ.



მსგავსი ინფორმაციები