ჩავუშოღლუმ მკაცრად დაგმო აშშ-ს ქმედება

“YPG-სადმი სამხედრო იარაღების გადაცემა მიუღებელია“

743237
ჩავუშოღლუმ მკაცრად დაგმო აშშ-ს ქმედება

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუტ ჩავუშოღლუმ თავისი სლოვენიელი კოლეგა კარლ ერჟავეჯი მიიღო და შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივი პრეს კონფერენცია გამართეს, რომელზედაც თურქმა დიპლომატმა მკაცრად დაგმო აშშ-ს მხრიდან ქურთული ტერ ორგანიზაცია PKK-ას სირიული ფრთა YPG-სადმი სამხედრო იარაღების გადაცემა.

მისივე თქმით, ტერორისტი ქურთებისადმი იარაღით დახმარება ძალიან საშიში ტენდეცია იქნება სირიის მომავლისათვის.

“აშშ და ზოგიერთი ქვეყანა სირიის ქალაქ რაკკის DEAŞ-საგან გასათავისუფლებლად YPG-ს გამოყენება სურთ, რის წინააღმდეგია ანკარა, რადგან, ამ ქურთულ დაჯგუფებას თურქეთი ტერორისტულად აღიარებს. ერთი ტერ ორგანიზაციის მეორე ტერ ორგანიზაციით განადგურება კი მიუღებელია და ეს ფაქტი სირიას მომავალში დიდ რისკებს და საშიშროებას შეუქმნის რა, საფრთხე შეექმნება ამ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასაც“, განაცხადა ჩავუშოღლუმ და დაამატა, რომ თუ სირიაში სტაბილურობის აღდგენა სურთ, მაშინ, სამხედრო იარაღით არ უნდა დაეხმარონ ქურთებს    

 



მსგავსი ინფორმაციები