ერდოღანი დიდი ხნის შემდეგ პარტიის მეჯლისის ჯგუფის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

ერდოღანი დიდი ხნის შემდეგ პარტიის მეჯლისის ჯგუფის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

742269
ერდოღანი დიდი ხნის შემდეგ პარტიის მეჯლისის ჯგუფის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 1044 დღის შემდეგ, დღეს პარლამენტში მის მიერ დაფუძნებულ სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP) მეჯლისის ჯგუფის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა რა, ძირითადი ყურადღება ფეტულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია პარალელური სახელმწიფო სტრუქტურის  (FETÖ/PDY) წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლაზე გაამახვილა. „მსოფლიოს მოუწოდებ, თუ თქვენ  ფეტოს წევრებს თურქეთში ექსტრადაციას არ განახორციელებთ, ხვალ თქვენც მოითხოვთ ჩვენგან ვიღაცებს და ანალოგიურად გიპასუხებთ ჩვენც. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა ერთპიროვნული არ არის, არამედ გლობალურია, რომელიც საერთაშორისო შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება. თუ თქვენ ფეტოელებს თურქეთს არ გადმოსცემთ, მაშინ, ჩვენ მათ მოქალაქეობას გავუუქმებთ,“ განაცხადა ერდოღანმა. მან სიტყვით გამოსვლისას პკკ-ს წინააღმდეგ ბრძოლაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა: „ბოლო ორი თვის განმავლობაში 336 ტერორისტის ლიკვიდირება მოვახერხეთ. ანტიტერორისტული ოპერაციების დროს შეუღწევად ადგილებზეც შევაღწიეთ. აქედან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ სამართალდამცველებს, რომლებიც ამ ოპერაციებში არიან ჩართულნი.“ ერდოღანმა ბოლოს სირიაში და ერაყში მიმდინარე სამოქალაქო ომის გამო მიგრანტების სახით თურქეთში თავშეფარებულებიც  გაიხსენა და აღნიშნა, რომ მათთვის გაწეული დახმარება მსოფლიოსთვის სამაგალითოა.



მსგავსი ინფორმაციები