ერდოღანმა ესენბოღას აეროპორტში დღის წესრიგთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთა

ერდოღანმა ესენბოღას აეროპორტში დღის წესრიგთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთა

738971
ერდოღანმა ესენბოღას აეროპორტში დღის წესრიგთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა NATO-ს წევრი ქვეყნების სახელმწიფო და მთავრობის მეთაურების მონაწილეობით გასამართ სამიტში მონაწილეობის მისაღებად ბრიუსელში გამგზავრებამდე ანკარის ესენბოღას აეროპორტში დღის წესრიგთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთა. მან თურქეთ ევროკავშირის ურთიერთობაზე ასეთი განცხადება გააკეთა: „ჩვენ მათ უნდა ვუთხრათ, რომ 54 წელი გავიდა და ჯერ კიდევ რას ელოდებით? ევროკავშირს სურს, რომ თურქეთმა თვითონ აღარ ისურვოს გაწევრიანება. ჩვენ კი მათ ვეუბნებით, რომ თქვენ თვითონ მიიღეთ გადაწყვეტილება. ევროსაბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან და ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერთან გასამართ შეხვედრაზე ამ საკითხებსაც განვიხილავთ.“ ერდოღანმა ასევე ტერორიზმის შესახებაც ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ ერთი რომელიმე ქვეყნის პრობლემა  კი არა,  არამედ მსოფლიო პრობლემაა. პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ ტერორიზმი არამხოლოდ  ეროვნულ, არამედ,  საერთაშირისო საფრთხეს წარმოადგენს. მისივე თქმით ნატოს მოკავშირეებს შორის  უფრო მჭიდრო ურთიერთობაა საჭირო. „ბოლო დროს პეტერბურგში, სტოკჰოლმში, პარიზში, მანჩესტერში და   სხვა ქალაქებში მომხდარმა თავდასხმებმა კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა, რომ ტერორიზმი არა მხოლოდ რეგიონალური, არამედ, გლობალური პრობლემაა,“ განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. ერდოღანმა ბოლოს გერმანიის  ინჯირლიქის სამხედრო ბაზიდან გასვლის შესახებაც გააკეთა განცხადება და აღნიშნა: „ამ საკითხთან დაკავშრებით ჩვენთან არანაირი განცხადება ჯერ არ შემოსულა. ამას წინათ გერმანიის მთავრობის წევრებიდანაც გაკეთდა განცხადება, რომ მსგავსი საკითხი მათ დღის წესრიგშიც არ არის. თუ ისინი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ჩვენთვის პრობლემა არ არის. თუ გავლენ ჩვენც მათ ვეტყვით მშვიდობით.“



მსგავსი ინფორმაციები