თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები : 20/ 2017

ერდოღან-პუტინის შეხვედრა და თურქეთ-რუსეთის ურთიერთობები.

735097
თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები : 20/ 2017

         

          ამ ახლო ხანებში თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა ქ. სოჭში შეხვედრა ჩაატარა რუსეთის პრეზიდენტთან ვლ. პუტინთან.

ამ პროგრამაში სწორედ ყურადღებას გავამახვილებთ და გავაანალიზებთ თურქეთ-რუსეთის ურთიერთობებს.

გთავაზობთ, ათათურქის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მეცნიერ თანამშრომელის ჯემილ დოღაჯის, საკითხთან დაკავშირებით შეფასებას...

 

        დღეს, რუსეთის ფედერაცია და თურქეთი კავკასიის, ახლო აღმოსავლეთისა და შავი ზღვის აუზში, არის ორი გავლენიანი ძალა. რიგ სტრატეგიულ საკითხებში, მათ შორის მიმდინარეობს გეოპოლიტიკური კონკურენცია.

ამავე დროს, ამ ორ სახელმწიფოს შორის, ზოგიერთ სფეროებში, ამავე დროს ფართოვდება თანამშრომლობა. თურქეთმა და რუსეთმა, ცივი ომის დასრულების შემდეგ, განავითარა ურთიერთ პარტნიორული მუშაობის სფერო.

გარდა ამისა, ცივი ომის პერიოდიდან მოყოლებული, მათი ინტერესებიდან გამომდინარე, განსხვავებულია ამ ორი სახელმწიფოს ბუნებრივი და გლობალური პოლიტიკაც.

        მაგ. რუსეთის ენერგეტიკის ექსპორტში გადამწყვეტ როლს თამაშობს თურქეთი.

თურქეთისთვის კი, რუსეთი არის ძირითადი საექსპორტო ბაზარი. თურქეთ-რუსეთის ურთიერთობებში სერიოზული გამოცოცხლება შეიგრძნო ორიათასიანი წლების დასაწყისიდან.

ამჟამად, მათ შორის არსებობს თავიანთი სახელმწიფოების ინტერესებიდან გამომდინარე ურთიერთობები ისეთ სფეროებში, როგორიცაა, ვაჭრობა, ტურიზმი და ენერგეტიკა.

ამავე დროს, იმის გამო, რომ რუსეთი ნატოს მნიშვნელოვან წევრად ითვლება, ორი ქვეყნის ურთიერთობების მგრძნობიარე მხარედ ითვლება ახლო აღმოსავლეთის, შავი ზღვის და სამხრეთ კავკასიის რეგიონების კონფლიქტური ზონები.

ეს მგრძნობიარე დამოკიდებულება შეიგრძნობა სირიის და უკრაინის საკითხებშიც.

        თურქეთმა და რუსეთმა, სერიოზული თანამშრომლობა განავითარეს ვაჭრობის, ტურიზმის და ენერგეტიკის სფეროებში, რომელიც თანდათან ფართოვდება. თურქეთი, ყოველწლიურად, მნიშვნელოვან მოგებას იღებს რუსი ტურისტების ჩასვლით.

თურქეთი კი, რუსეთისგან ყიდულობს სერიოზული რაოდენობის გაზსა და ნავთობს, რომელიც რუსეთის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროდ ითვლება. გარდა ამისა რუსეთი მხარს უჭერს, თურქეთის პირველი ბირთვული სადგურის გაშენების პროექტსაც.

ორ სახელმწიფოს, მნიშვნელოვანი თანამშრომლობა გააჩნია თურქული ნაკადის პროექტში. უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვანი ზრდა შეიმჩნევა რუსების და თურქების ქორწინებაში. რუსეთში, რეკორდული მაჩვენებელი გამოავლინა თურქული სერიალების ჩვენებამ. ამ ახლო ხანებში კი, რუსეთის ფედერაციაში ვიზიტით მყოფმა პრეზიდენტმა ერდოღანმა, პუტინთან შეხვედრა გამართა სოჭში. ჩატარდა, ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების, 2016 წლის 27 ივნისის ნორმალიზების პროცესის განვითარებისადმი მიძღვნილი სხდომა, რომლის შესახებაც რუსულ მასმედიაში გავრცელდა შემდეგი სათაურის სტატია:-„ურთიერთ თანამშრომლობისთვის დაბრუნება“. ერდოღანმა კი, სხდომას, „სტრატეგიული პარტნიორობის“ დანიშნულება მისცა.

მოგვარებულ იქნა ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ტექსტილის, ბირთვული ენერგიის მსგავს სფეროებში პრობლემები. თუმცა მოუგვარებელი დარჩა პამიდვრის იმპორტის და ვიზის საკითხში ზოგიერთი შეზღუდვები.

სოჭის და ასტანას შეხვედრებზე, ამ ორი სახელმწიფოს ურთიერთობებში, ახალი ეტაპი დაიწყო.  რუსეთის და თურქეთის ერთობლივად, სირიის კრიზის მოწესრიგების შესაძლებლობების მოძიება, ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის პოტენციალის გაზრდის აშკარა მაჩვენებელია.

         სოჭის შეხვედრებში, ერდოღან-პუტინის სამიტმა, ახალი გვერდი გახსნა რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებში. სამიტის შემდეგ, ორივე ლიდერმა გაავრცელა მეტად დადებითი გზავნილები.

როგორც ვხედავთ, თურქეთ-რუსეთის ურთიერთობები ნორმალიზების ეტაპში შევიდა, მაგრამ, იქამდე მისვლა, არც თუ ისე იოლი გამოდგა. მკაცრ გამოცდას დაუპირისპირდა ორი სახელმწიფოს ურთიერთობა. როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, მათ შორის, სხვადასხვა სფეროებში, არსებობს სხვადასხვა პოლიტიკური ხედვა და ინტერესებიდან გამომდინარე  შეხედულებები. მაგრამ თუ პასუხისმგებლობით მოხდება ინვესტიციების პოტენციური თანამშრომლობის სფეროებში დაბანდება,  იგი გრძელი ვადით სასარგებლო იქნება როგორც თურქეთის ისე რუსეთისთვის. ორი ათასიან წლებიდან მოყოლებული თურქეთმა და რუსეთმა წარმატებით მოახდინეს ორმხრივ ურთიერთობებში თანამშრომლობა და კონფლიქტის ზონების ერთმანეთისგან გამოყოფა.

ამიტომ არის, რომ დღეს, ორი სახელმწიფოს ურთიერთობებში სერიოზული წინსვლა შეინიშნება. იმ შემთხვევაში, თუ სირიის კრიზისი, თურქეთის და რუსეთის მცდელობით წარმატებით დასრულდება, ეს იქნება რეგიონში წინ გადადგმული ნაბიჯი. შესაძლებელია ამ ორი სახელმწიფოს ლიდერობით, რეგიონის რიგი საკითხების გადაწყვეტის იმედიც გაჩნდეს.

        სირიის კრიზისთან დაკავშირებით, თურქეთსა და რუსეთს, კონტაქტები გააჩნიათ სხვადასხვა სუბიექტებთან.  თუ შეიქმნება ეფექტური დიპლომატიური მექანიზმი, შესაძლებელი იქნება უარყოფითი მდგომარეობიდან დადებითი შედეგის მიღება. წინამდებარე  პერიოდში კი, თურქეთ-რუსეთის ურთიერთობებში, ყველაზე სარისკო გახდება რუსეთის, პკკას სირიის ფრთა PYD/YPG-თან მჭიდრო ურთიერთობა.  რუსეთი, ერთის მხრივ ცდილობს თურქეთთან ურთიერთობის გაღრმავებას, მეორეს მხრივ კი, ევფრატის დასავლეთით, PKK/PYD/YPG-თან ერთად ცდილობს თურქეთის საწინააღმდეგოდ, ქალაქ აფრინის დაცვას.  ეს მდგომარეობა არ არის ორ სახელმწიფოს შორის კარგი ურთიერთობისთვის შეუფერებელი რამ. ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის, რუსეთმა უნდა დაასრულოს მსგავსი მიდგომა.

გთავაზობთ, ათათურქის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მეცნიერ თანამშრომელის ჯემილ დოღაჯის, საკითხთან დაკავშირებით შეფასებას...

 

SÖZCÜK SAYISI: 637



მსგავსი ინფორმაციები