ილდირიმმა თურქეთ-გერმანიის ურთიერთობაზე განცხადება გააკეთა

ილდირიმმა თურქეთ-გერმანიის ურთიერთობაზე განცხადება გააკეთა

733277
ილდირიმმა თურქეთ-გერმანიის ურთიერთობაზე განცხადება გააკეთა

თურქეთის პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა დღეს, პარლამენტში, მმართველი სამართლიანობის და განვითარების პარტიის საპარლამენტო ჯგუფის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, გერმანია-თურქეთის ურთიერთობას შეეხო და განაცხადა, რომ თუ გერმანიას თურქეთთან კარგი ურთიერთობა სურს, მაშინ, თურქეთის რესპუბლიკასთან უნდა ითანამშრომლოს. ილდირიმმა სიტყვით გამოსვლისას ასევე განაცხადა, რომ გერმანიამ 15 ივლისის გადატრიალების მცდელობაში მონაწილე ფეტულაჰის ტერორისტული ორგანიზაციის (FETÖ) წევრებს თავშესაფარი  მისცა. „გერმანიამ არჩევანი უნდა გააკეთოს, თურქეთთან კარგი ურთიერთობა თუ სურს, მაშინ, მათ თურქეთთან უნდა ითანამშრომლონ და არა ტერ ორგანიზაცია ფეტოსთან,“ განაცხადა პრემიერმინისტრმა.



მსგავსი ინფორმაციები