ერდოღანი ჩავიდა აშშ-ი

დონალდ ტრამპის ოფიციალური მიწვევით ჩასულ ერდოღანთან შეხვედრა გაიმართება თეთრ სახლში

732966
ერდოღანი ჩავიდა აშშ-ი

დაიწყო ერდოღანის ვაშინგტონის ვიზიტი. ჩინეთის ვიზიტის შემდეგ, ერდოღანი, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, აშშ-ის დედაქალაქის მიმდებარე ანდრევის აეროპორტიდან ჩავიდა ვაშინგტონში.

თეთრ სახლთან, საპრეზიდენტოს ოფიციალურ სასტუმროსთან, ერდოღანს და თურქეთის დელეგაციას დიდი ოვაციებით შეხვდნენ აშშ-ის სხვადასხვა რეგიონებიდან ჩასული და იქ მცხოვრები თურქი მოქალაქეები. წარმოიქმნა ხალხმრავლობა. პოლიციის მკაცრი უსაფრთხოების ზომების მიუხედავად, ისინი ცდილობდნენ ერდოღანისთვის ხმის მიწვდომას. 
 
 დონალდ ტრამპის ოფიციალური მიწვევით ჩასულ ერდოღანთან შეხვედრა გაიმართება თეთრ სახლში.  
ტრამპის და ერდოღანის შეხვედრა ჩატარდება ოვალურ ოფისში.

დღის წესრიგში ჩადგება თურქეთ-ამერიკის ურთიერთობებში უკანასკნელ დღეებში საკამათოდ ქცეული საკითხები. თუ როგორი შედეგი იქნება მიღებული ყველას დიდ დაინტერესებას იწვევს.
 
პირისპირი შეხვედრის შემდეგ, ლიდერები გამოვლენ კამერების წინ. მსოფლიო მასმედია ახლოს აკვირდება თუ როგორ მესიჯებს გაავრცელებენ ლიდერები, რომლებიც სადილის დროსაც ერთად იქნებიან.
 აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე დონალდ ტრამპის ასვლის შემდეგ, ეს არის ორი ლიდერის, ტრამპის და ერდოღანის პირველი შეხვედრა.



მსგავსი ინფორმაციები