ერდოღანი ქუვეითს გაემგზავრა

მას პირისპირ შეხვედრას მოუწყობს ქუვეითის ემირი

728292
ერდოღანი ქუვეითს გაემგზავრა

პრეზიდენტი რეჯებ თაიპ ერდოღანი დღეს ქუვეითს  გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ერთ-ერთი თურქული კომპანიის მიერ ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტის ახალი მთავარი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიაში.

ერდოღანი აქ ქუვეითის ემირ შეიხ საბაჰ ალ აჰმედ ალ ჯაბირ ალ საბაჰთან პირისპირ შეხვედრას გამართავს, რის დასრულების შემდეგაც დელეგაციათა შორის შეხვედრაც ჩატარდება.

შეხვედრებზე ქუვეითთან ორმხრივ ურთიერთობებთან ერთად რეგიონალური და საერთაშორისო საკითხებიც იქნება განხილული.

პრეზიდენტ ერდოღანის ვიზიტი თავის წვლილის შეიტანს „ამჟამად შესანიშნავი ურთიერთობების მქონე“ ქუვეითთან  თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაში-გაფართოებაში



მსგავსი ინფორმაციები