აქტუალური თემის ანალიზი 17

16 აპრილის რეფერენდუმი-თურექეთში დემოკრატიის კიდევ ერთი გამარჯვებაა

726644
აქტუალური თემის ანალიზი 17

16 აპრილს თურქეთის მოსახლეობა საკონსტიტუციო ცვლილებების რეფერენდუმზე წავიდა და აქტივობა 85%-ით დაფიქსირდა რა, ამომრჩევლების 51,4%-მა მხარი დაუჭირა ქვეყნის საპარლამენტო სისტემიდან საპრეზიდენტო სისტემაზე გადასვლას, რითაც ახალი ფურცელი ჩაიწერა თურქეთის რესპუბლიკის ისტორიაში. ამ ფაქტს ის განსაკუთრებულება აქვს, რომ პირველად ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში, ცვლილება მოხდა არა სამხედროების ჩარევით, არამედ, თვით ხალხის არჩევანით

მიღებული ცვლილებების უმრავლესობა ძალაში 2019 წლის ნოემბრიდან დან შევა და მის საფუძველზე შექმნილი მთავრობა კოალიციურ მთავრობებზე უფრო მყარი და მოქნილი იქნება, თანაც, ქვეყნის ლიდერების კომპეტენციები და უფლებამოსილებანიც უფრო დაკონკრეტდა რა, ფუნქციების ერთმანეთში აღრევა აღარ მოხდება. თურქეთის რესპუბლიკა 1960 წლის აქეთ 4 სამხედრო გადატრიალების მოწმე გახდა რა, სამხედროებმა ხალხის მხრიდან არჩეული ხელისუფლებები დაამხეს და სამხედრო რეჟიმებით მართეს რა ქვეყანა, ამით მას დიდი ფინანსური, მატერიალური და სულიერ-ზნეობრივი ზიანი მიაყენეს.

საპარლამენტო სისტემიდან საპრეზიდენტო სისტემაზე გადასვლისას, რაც როგორც ზემოთ ვთქვით, მოხდება 2019 წელს, გამარჯვებული კანდიდატი ამომრჩეველთა ხმის უმრავლესობით გამოვლინდება. ახალ სამთავრობო სისტემაში პრემიერის პოსტი აღარ იქნება და მის ფუნქციებს პრეზიდენტი შეითავსებს, ე.ი. პრეზიდენტს გაძლიერებული აღმასრულებელი კომპეტენცია ექნება და მის ქმედებებს გააკონტროლებს ასევე გაძლიერებული პარლამენტი, რომლის შემადგენლობაც 550-დან 600-მდე გაიზრდება. ე.ი. პირველად ქვეყნის ისტორიაში, პრეზიდენტი ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტის წინაშე, ხოლო ამის პარალელურად პრეზიდენტსაც და პარლამენტსაც შეეძლებათ ახალ არჩევნებზე წასვლა. გარდა ამისა, პარლამენტს შეეძლება პრეზიდენტის უფლებების შეკვეცა და საჭირო კვოტის შეგროვების შემთხვევაში მისთვის იმუნიტეტის მოხსნაც       

რეფერენდუმის დასრულების შემდეგ კამათი დაიწყო ხმების გაყალბების თაობაზე და მისი წამომწყები გახდა მთავარი ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტია, რომელმაც 2002 წლიდან დაწყებული ყველა არჩევნები წააგო. მან პროტესტით მიმართა ცესკოს, მაგრამ, მყარი მტკიცებულება ვერ წარადგინეს და ამიტომ, ცესკომ უარი თქვა ოპოზიციის სარჩელის განხილვაზე. ყველა საარჩევნო უბანში ოპოზიციონერებს თავიანთი წარმომადგენლები ჰყავთ და ამიტომ გამორიცხულია რაიმე სიყალბის ჩადენა.  

სხვათა შორის ოპოზიციის პრეტენზიას მხარი დაუჭირეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა, რითაც მათ კიდევ ერთხელ ანტი ერდოღანისეული პოზიცია დაიკავეს. მათ გამოქვეყნებულ ანგარიშში უარყოფითი ხმის მიმცემების მხარე დაიჭირეს, ე.ი. კიდევ ერთხელ მიკერძოება გამოიჩინეს და ამით ერდოღანი და მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტია უკანონობაში დაადანაშაულეს. მაგრამ, ევროპელი, უფრო სწორედ კი ეუთოს დამკვირვებლების ეს ბრალდება მალე გაქარწყლებულ იქნა, რადგან, თურქულმა გაზეთებმა, ტელევიზიებმა და სოციალურმა ქსელებმა გამოაქვეყნეს და აჩვენეს ამ დამკვირვებლების და ქურთული ტერ ორგანიზაცია პკკ-ას წევრების ერთად გადაღებული ფოტო სურათები, რითაც კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ დამკვირვებლები არა მოკავშირე და პარტნიორი თურქეთის, არამედ ანკარის წინააღმდეგ მებრძოლი ტერორისტების პოზიციებს იცავენ, თანაც მიუხედავად იმისა, რომ ყველა ევროპული ქვეყანა აღიარებს პკკ-ას ტერორისტულად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ერდოღანისადმი მტრულად განწყობილმა დამკვირვებლებმა ტერორისტების რუპორის ფუნქცია შეასრულეს

ასე თუ ისე, არჩევნების ოფიციალური შედეგები მიღებულ იქნა, ე.ი. ერდოღანის პოზიციამ გაიმარჯვა და თურქეთი ახალ სისტემაზე გადასვლისათვის მოემზადება. თუმცა გადასვლის პროცესი, თუ გადავხედავთ დასავლეთის მიდგომას თურქეთის საკონსტიტუციო ცვლილებებისადმი, არც თუ ისე მტკივნეულად ჩაივლის

ამის მკაფიო მაგალითი საარჩევნო კამპანიის დროსაც მრავლად დაფიქსირდა, როცა ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში თურქი მინისტრების და პარლამენტარების საარჩევნო შეხვედრები თურქულ დიასპორასთან აკრძალეს და ამით ფაქტიურად მხარი დაუჭირეს ცვლილებებისადმი უარყოფითი ხმის მიმცემებს, ხოლო ამის საპასუხოდ ევროპაში მცხოვრებ ქურთ სეპარატისტებს ყველანაირი მხარდაჭერა აღმოუჩინეს და მათ ერდოღანის საწინააღმდეგო გამოსვლებიც კი მოაწყვეს ევროპის ზოგიერთი ქვეყნის დედაქალაქებსა თუ დიდ ქალაქებში. ამის საპასუხოდ განაწყენებულმა ევროპელმა თურქებმა დადებითი ხმა მისცეს საკონსტიტუციო ცვლილებას, ხოლო ანატოლიელ თურქებს კი კიდევ ერთხელ აუცრუათ გული ევროპელებისადმი და მათი სამართლიანობისადმი   

დაპირისპირებამ ევროპელ თურქებსა და ევროპელებს შორის ისეთ დონეს მიაღწია, რომ რადიკალისტი მემარჯვენე ევროპელები თურქების გაყრას, ანდა სამშობლოში თავიანთი ნებით დაბრუნებას სთავაზობენ. ეს კი ორივე მზარეს გაუთვალისწინებელ უარყოფით შედეგებს მოუტანს, რადგან, თურქეთი ჯერ ერთი ნატოს წევრია, ხოლო მეორეს მხრივ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა, ამიტომაც მასთან გაყრა ძალიან დიდ სირთულეებს წარმოუქმნის თვით ევროპელებს.

თურქეთი უკვე 50 წელზე მეტია რაც ევროკავშირის კანდიდატია და ყველა გაიწევრიანეს მის გარდა, სწორედ ამიტომ ერდოღანმა ამ დღეებში კატეგორიული წინადადება დაუყენა ბრიუსელს, ან განხილვები დაიწყეთ ანკარასთან, ანდა დაგემშვიდობებითო. აქ არც იმის თქმა დაგვავიწყდეს, რომ ანკარამ ფაქტიურად მთლიანად შეასრულა გასულ წელს ხელმოწერილი რეადმისიის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები, როცა ბრიუსელმა  არა და ანკარას არ გადმოურიცხა თურქეთში თავშეფარებული 3 მილიონამდე სირიელი ლტოლვილისათვის გამოყოფილი ფინანსური დახმარება. ასე რომ, თურქეთი უკვე 5 წელია რაც მარტოდ მარტო, არავის დაუხმარებლად ინახავს მილიონობით სირიელ და ერაყელ ლტოლვილს

მოკავშირე და პარტნიორი დასავლეთისვე დაუხმარებლად თურქეთმა სირიის ჩრდილოეთში ევფრატის ფარის სახელწოდების სამხედრო ოპერაცია განახორციელა, რომლის ფარგლებში დეაშელებს 2 ათასი კვ კმ-ის ფართობი წაართვეს და ახლ ამ გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ბუფერული ზონის შექმნას და ლტოლვილების იქ ჩასახლებას აპირებენ. გარდა ამისა, თურქი სამხედროების მხრიდან მომზადებული სირიელი და ერაყელი ახალგაზრდები აქტიურად არიან ჩაბმულნი ანტიტერორისტულ ბრძოლებში  

მოკლედ, საკონსტიტუციო ცვლილება თურქეთს ახალ ჰორიზონტებს გაუხსნის, რადგან, ბიუროკრატიული დაბრკოლებები აღარ იქნება, არც მაღალჩინოსნებს შორის კომპეტენციის გაუგებრობები იქნება, რამაც წინა წლებში მრავალი ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისები წარმოშვა და ქვეყანა პროგრესული გზით გააგრძელებს წინსვლას



მსგავსი ინფორმაციები