ერდოღანი ახლიდან შეუერთდა თავის პარტიას

მან კვლავ დაგმო დასავლეთის ქმედებები

724424
ერდოღანი ახლიდან შეუერთდა თავის პარტიას

ერდოღანი დღეს თავის მიერ დაფუძნებული სამართლიანობისა და განვითარების პარტიის ხელახლა წევრი გახდა და ამ მიზნით გამართულ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ დაგმო ევროკავშირის ორპირობა და მკაცრი მესიჯებით გააკრიტიკა მათი თურქეთთან დამოკიდებულება.

“ამის შემდეგ სხვა არჩევანი აღარ გაქვთ დარჩენილი, ან ანკარასთან სრული გაწევრიანების მოლაპარაკებები უნდა გააგრძელოთ და დარჩენილი ქვეთავებში განხილვებიც დაიწყოთ, რაც კარგი იქნება ორივე მხარისათვის, ანდა, საბოლოოდ დავემშვიდობებით ერთმანეთს“, განაცხადა ერდოღანმა და დაამატა, რომ აქამდე თურქეთმა ბრიუსელის ყველა დავალება შეასრულა, ახლა კი ჯერი თვით ევროკავშირზეა და თუ რას გააკეთებენ, ამის შესახებ ინფორმაცია უნდა გაავრცელონ.  

“ამ ახლო ხანებში ნატოს სამიტია დაგეგმილი და ევროკავშირის ხელმძღვანელებს ჩვენთვის 5 მუხლიანი წინადადება შემოუთავაზებიათ. აქედან ერთ ერთი მუხლი საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას ითვალისწინებს, რასაც რა თქმა უნდა არ მივიღებთ. თქვენ ჯერ წადით და საფრანგეთს მოსთხოვეთ საგანგებო მდგომარეობის გაუქმება, განა შეიძლება ჩვენ მოგვთხოვოთ და იმათ კი არა? რა, განა თქვენგან ნებართვა უნდა ავიღოთ ამის თაობაზე? ასე რომ ჯერ თქვენ შეასრულეთ დანაპირები და დარჩენილ ქვეთავებში განხილვები დაიწყეთ ჩვენთან, თუ არა და კარგად ბრძანდებოდეთ“ ასე შეუთვალა პრეზიდენტმა ევროკავშირს.

მანვე მკაცრად დაგმო გუშინ, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში მოქმედ თურქეთის საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმა და ქვეყნის პოლიციას მოუწოდა, დაადგინონ და გამოავლინონ თავდამსხმელები რა, კანონის მთელი სიმკაცრით დასაჯონ ისინი.

გუშინ, ციურიხში მოქმედ თურქეთის საკონსულოს საღებავები ესროლეს და მატერიალური ზიანი მიაყენეს მას, ხოლო მის მახლობელ ავტობუსის გაჩერებას ასეთი წარწერა გაუკეთეს “Kill Erdogan“, ე.ი. “ერდოღანი მოკალით“.

მარტის თვეში იმავე შვეიცარიაში, ქურთული ტერ ორგანიზაცია პკკ-ას მხარდამჭერებმა ერთ ერთი ანტი თურქული აქციის დროს ბანერი გამოაკრეს, რომელზედაც ერდოღანს საფეთქელზე რევოლვერი ჰქონდა მიბჯენილი წარწერით: “ერდოღანი თავისივე იარაღით მოკალით“. ამ ფაქტთან დაკავშირებით შვეიცარიის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე გახსნა    

 



მსგავსი ინფორმაციები