აქტუალური საკითხის ანალიზი 15

16 აპრილი: თურქეთის დემოკრატიისათვის მნიშვნელოვანი ისტორიული დღე

718141
აქტუალური საკითხის ანალიზი 15

16 აპრილი: თურქეთის დემოკრატიისათვის მნიშვნელოვანი ისტორიული დღე

16 აპრილს თურქეთის მოსახლეობა საკონსტიტუციო ცვლილებების რეფერენდუმზე წავიდა და აქტივობა 85%-ით დაფიქსირდა რა, ამომრჩევლების 51,4%-მა მხარი დაუჭირა ქვეყნის საპარლამენტო სისტემიდან საპრეზიდენტო სისტემაზე გადასვლას, რითაც ახალი ფურცელი ჩაიწერა თურქეთის რესპუბლიკის ისტორიაში

ამ რეფერენდუმის შედეგებით მრავალი მნიშვნელოვანი რამ მოხდა

უპირველეს ყოვლისა 16 აპრილის რეფერენდუმი თურქული დემოკრატიის ისტორიაში გარდატეხის წერტილი გახდა, რადგან, პირველად ხალხმა გააკეთა იმის არჩევანი, თუ ქვეყანა რომელი სისტემით უნდა იმართოს და მასში არ ჩაერივნენ სამხედროები, რომლებიც 1960 წლიდან დაწყებული ხშირად ახორციელებდნენ სამხედრო გადატრიალებებს და თურქეთს თავიანთ ნებაზე მართავდნენ. სწორედ ამ გადატრიალებების გამო ქვეყანაში მთავრობების ხშირი ცვლა მოხდა, ზოგჯერ კოალიციებიც შეიქმნა, პრეზიდენტებსაც სამხედრო ბიუროკრატია ნიშნავდა, თანაც სამხედრო წრეებიდან და არა პოლიტიკური პარტიებიდან, და აი ამ ყველაფერმა შეაფერხა ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური წინსვლა. მაგრამ, 202 წლიდან, ე.ი. რაც ხელისუფლებაში სამართლიანობისა და განვითარების პარტია მოვიდა, მას შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ჯერ გაპრემიერებულმა და შემდეგ გაპრეზიდენტებულმა ერდოღანმა თანდათან შეასუსტა სამხედროების ზეგავლენა, უფრო მეტიც, მისმა მთავრობამ რამდენჯერმე მძლავრი წინააღმდეგობა გაუწია სამხედროების ზეწოლას და საბოლოოდ ისინი გარიყა ხელისუფლებაზე ზემოქმედებისგან რა, 16 აპრილის რეფერენდუმით კი პირველად თურქეთი მთლიანად სამოქალაქო მმართველობაზე გადავიდა     

ამ ახალი საკონსტიტუციო ცვლილებით 2019 წელს ხალხი ერთ და იმავე დღეს პირდაპირი არჩევნებით აირჩევს უფლება გაფართოებულ პრეზიდენტსაც და ახალი პარლამენტის შემადგენლობასაც. ახალი პრეზიდენტი პრემიერმინისტრის კომპეტენციებით იქნება აღჭურვილი, ვიცეპრეზიდენტებს და მინისტრებს იგი დანიშნავს, თანაც პარლამენტის ფარგლებს გარედან, შეეძლება პარლამენტის დათხოვნა და მოწვევა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხელისუფლებაში ორთავიანობა აღარ იქნება, ყველაფერზე პასუხისმგებელი პრეზიდენტი იქნება, ხოლო მის მუშაობას პარლამენტი გააკონტროლებს, რითაც ბოლო მოეღობა აქამდე არსებულ ქიშპობას პრემიერს და პრეზიდენტს შორის, რის გამოც ქვეყანაში ხშირად ხდებოდა ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისები და ერდოღანის და მისი მხარდამჭერების აზრით სწორედ ამიტომ ვერ ვითარდებოდა თურქეთი 

რეფერენდუმის მეორე მნიშვნელოვანი გარდატეხა ის იყო, რომ ქურთული რეგიონებიდან მოსალოდნელზე უფრო მეტი დადებითი ხმები მოვიდა, ასე მაგალითად, მუშის ოლქში 2015 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ერდოღანის მმართველმა პარტიამ თუ ხმების მხოლოდ 25%-ი მიიღო,  კვირის რეფერენდუმზე ამ ციფრმა 50%-ს გადააჭარბა. ასეთივე ტენდეცია დაფიქსირდა სხვა ქურთულ ოლქებში, დიარბაქირში, სიირტში, ვანში და მარდინში. ამით კი ის დასტურდება, რომ ქურთი ხალხი აღარ ენდობა არც პკკ-ას და არც ქურთულ პარტია   HDP-ს რა, მხარი დაუჭირეს დემოკრატიულ რეფორმებს, ინვესტიციებს და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, ე.ი. მშვიდობა-სტაბილურობას და აღორძინებას. ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან, ქურთი ხალხი დაიღალა ტერორით, ძალადობებით, თავდასხმებით, სისხლით და ცრემლებით, ამიტომაც არჩევანი ხელისუფლების მიმართ გააკეთეს

აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი ის არის, რომ დასავლურმა მედია საშუალებებმა და ზოგიერთი ქვეყნების მთავრობებმა თურქ ხალხში სანდოობა დაკარგეს. მართლაც და, ზოგიერთი ევროპულ ქვეყანაში ისტერიული ანტი თურქული და ანტი ერდოღანისეული კამპანია მოაწყვეს, რამაც ანკარის მეტად სერიოზული აღშფოთება და უარყოფითი რეაქცია გამოიწვია, ამიტომაც ახლა საეჭვო კითხვები და გაურკვევლობები გაჩნდა თურქეთ-ევროპის მომავალი ურთიერთობების განვითარებაში. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ზოგიერთი ევროპელი ლიდერები მარტო უარყოფითი ხმებისათვის წარმოებული კამპანიით არ დაკმაყოფილდნენ, ამის პარალელურად დიპლომატიური წესებიც დაარღვიეს და თავიანთ ქვეყნებში არ შეუშვეს თურქი მინისტრები და პარლამენტარები, ე.ი. შეზღუდეს თურქი მაღალჩინოსნების შეხვედრები თურქ დიასპორასთან და ამომრჩევლებთან რა, ამით უცხოეთში მცხოვრებმა მილიონობით თურქმა ამომრჩეველმა რეფერენდუმთან დაკავშირებით ვერ მიიღო რაიმე ინფორმაცია   

აქ არ გამოგვრჩეს საუბარი ევროპელების ორმაგი სტანდარტებით თამაშზეც. ევროკავშირმა სრული მხარდაჭერა აღმოუჩინა იტალიას, პოლიტიკური სტაბილურობის მიზნით საარჩევნო კანონში ცვლილებების შეტანას, ხოლო თურქეთში განსახორციელებელი საკონსტიტუციო ცვლილებებისადმი კი უარყოფითი მიდგომა გამოიჩინა. ასევე მოიქცა დასავლური მედიაც. ნაცვლად იმისა, რომ მათ თურქეთის საკონსტიტუციო ცვლილებების არსი და მიზანი გაეცნოთ მკითხველ-მსმენელებისათვის, მის მაგივრად ისტერიული და ფართომასშტაბიანი კამპანია დაიწყეს ერდოღანის წინააღმდეგ და შეეცადნენ მისი პოპულარობისა და იმიჯის შელახვას. მაგრამ, ამ ცალმხრივმა და მიკერძოებულმა ცდებმა უკუ რეაქცია გამოიწვია ევროპაში მცხოვრებ თურქებში და 60%-მა მხარი დაუჭირა ერდოღანისეულ პოზიციას, როცა თვით თურქეთშიც კი არ ელოდებოდნენ ასეთ მხარდაჭერას. სხვათა შორის დასავლური მედია ამ რეფერენდუმზე ოპოზიციის გამარჯვებას ვარაუდობდა და ამაშიც ჩაიჭრნენ რა, მათი ეს ვარაუდები არ გამართლდა  

რეფერენდუმზე საუბრისას არ შეიძლება გვერდი ავუაროთ ეუთოს და ევროპარლამენტარების მხრიდან თურქეთში მივლინებული დამკვირვებლების პოზიციას. ორშაბათს გამოქვეყნებულ წინა ანგარიშში აღნიშნეს, რომ  რეფერენდუმზე "ტექნიკური ასპექტები კარგად იქნა გამოყენებული", მაგრამ თვით კამპანია, თითქოს და  არათანაბარ პირობებში გაიმართა. აქ ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ ხსენებული ანგარიში იმ დამკვირვებლებმა მოამზადეს, რომლებიც გამოირჩევიან ქურთული ტერ ორგანიზაცია პკკ-სადმი მხარდაჭერით და ამას არც უნდა რაიმე დასაბუთება, რადგან დამკვირვებლების უმრავლესობას მრავალი ფოტოსურათები აქვთ გადაღებული პკკ-ას ლიდერებთან და ეს სურათები მრავლად არის გამოქვეყნებული სოციალურ ქსელებში. მოკლედ, ევროპელები, როცა საუბარია თურქეთზე, უსამართლობასთან ერთად ორმაგ სტანდარტსაც იჩენენ და მიკერძოებასაც

და ბოლოს, საპარლამენტო სისტემის საპრეზიდენტო სისტემაზე გადასვლის შემცველ საკონსტიტუციო ცვლილებას ორიოდე თვის წინ ამომრჩევლების მხოლოდ 30%-ი უჭერდა მხარს, მაგრამ, როგორც კი საარჩევნო კამპანია ძალაში შევიდა და პრემიერმინისტრ ბინალი ილდირიმთან ერთად პრეზიდენტი ერდოღანიც ჩაერთო საარჩევნო მიტინგებს, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, ლიდერებმა შესძლეს ამომრჩევლების დარწმუნება ახალი სამთავრობო სისტემის უკეთესობაში და ძველი სისტემის მოუქნელობაში რა, თურქმა ხალხმა საბოლოო ჯამში დადებითი ხმა მისცა საკონსტიტუციო ცვლილებებს. ახლა მთავრობას აღარ ექნება რაიმე საბაბი, რომ ეკონომიკური თუ პოლიტიკური ჩავარდნები გადააბრალოს ბიუროკრატიულ აპარატს და სწრაფი და ეფექტური რეფორმებით ქვეყანა უფრო სწრაფი ტემპით დაიწყებს ეკონომიკურ და პოლიტიკურ აღმასვლას, როგორსაც ჰპირდებოდნენ ამომრჩევლებს ერდოღანი და მისი მხარდამჭერები. საკონსტიტუციო ცვლილებების მთავარი მუხლები კი ცხოვრებაში 2019 წლიდან გატარდება, წერს თურქეთის პრეზიდენტის პრეს სპიკერი იბრაჰიმ ქალინი გაზეთ Daily Sabah-ის 19.04.2017 წლის ნომერში გამოქვეყნებული სტატიაში

 

 

 



მსგავსი ინფორმაციები