გენშტაბმა ანტიტერორისტული ბრძოლის ანგარიში გამოაქვეყნა

1 კვირაში ლიკვიდირებულ იქნა 43 ტერორისტი

709510
გენშტაბმა ანტიტერორისტული ბრძოლის ანგარიში გამოაქვეყნა

თურქეთის გენშტაბის პრეს სამსახურმა ბოლო 1 კვირის ანტიტერორისტული ბრძოლის ანგარიში გამოაქვეყნა და მისი მიხედვით ამ 1 კვირის განმავლობაში მთლიანობაში  პკკ-ას წევრი 43 სეპარატისტი იქნა ლიკვიდირებული, მიწასთან გასწორდა მათივე კუთვნილი 61 თავშესაფარი, ბუნკერი და გამოქვაბული, განაღმულ იქნა 52 ხელნაკეთი ბომბი, განადგურებულ იქნა ტონობით ნარკოტიკული ნივთიერება და ათასობით პაკეტი კონტრაბანდული სიგარეტი, ხელთ იგდეს ტონობით კონტრაბანდული საწვავი, დააკავეს 893 ეჭვმიტანილი. გარდა ამისა, ტერორისტებისადმი დახმარებისა და მფარველობის ბრალდებით დააკავეს 570 კაცი,  77 კაცი DEAŞ-თან კავშირის, 963 კაცი FETÖ/PDY-თან ბრძოლის ფარგლებში და კიდევ 76 კაცი კი როგორ მემარცხენე ტერ ორგანიზაციის წევრი ისე დააკავეს. გამოვლენილ და დაკავებულ იქნა 724 არალეგალი მიგრანტი და მათი საბერძნეთის კუნძულებზე გადასვლის ორგანიზატორი 154 კაცი

 



მსგავსი ინფორმაციები