უცხოელების განათლება თურქეთში 10

ანკარის ორთადოღუს ტექნიკური უნივერსიტეტი

708062
უცხოელების განათლება თურქეთში 10

უმაღლესი განათლება თურქეთში 10/2017

ანკარის ორთადოღუს ტექნიკური უნივერსიტეტი

მოგესალმებით. ვაგრძელებთ თქვენთვის თურქეთში მოქმედი სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტების გაცნობას და მის ფარგლებში დღეს ქვეყნის ერთ ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და განთქმულ სახელმწიფო უნივერსიტეტს, ანკარაში მოქმედ Orta Doğu Teknik  Üniversitese, ე.ი. ორთადოღუს ტექნიკურ უნივერსიტეტს გაგაცნობთ

თურქები ამ უნივერსიტეტს  მოკლედ ODTÜ-ს, ე.ი. ოდტუ-ს სახელით მოიხსენიებენ და იგი თურქეთისა და ანკარის ყველაზე მოწინავე საგანათლებო ცენტრთაგანს წარმოადგენს. იგი არც თუ ისე შორს არის ანკარის ცენტრისგან და ამიტომ მასში მოხვედრა მოკლე დროში, 15-20 წუთში ხდება.  ეს უნივერსიტეტი და მისი კამპუსი შეიძლება ითქვას, რომ მთლიანად მწვანეშია ჩაფლული. აქ განათლების მიღება  უნივერსალური სტანდარტებით ხდება, რომელიც უზრუნველყოფს  უმაღლეს დონეზე საუნივერსიტეტო განათლებითა და ცოდნით შეიარაღებული  მაღალგანვითარებული ინდივიდის გამოზრდას, ამიტომაც აქ ადრეული წლებიდან ჩამოყალიბებულ სტერეოტიპულ აზროვნებასა და ცოდნას  ეწინააღმდეგებიან რა, უნივერსიტეტის მთავარ მიზანს სწავლისადმი თანამედროვე მიდგომა, ე.ი. მეცნიერული და ტექნოლოგიური ცოდნის გაცემა წარმოადგენს   

ოდტუში ძირითადად ტექნიკური ფაკულტეტები მოქმედებს, თუმცა მას ჰუმანიტარული ფაკულტეტებიც გააჩნია. აქ უმაღლესი განათლების მიღება მთლიანად თავისუფალ გარემოში, თანაც ინგლისურ ენაზე ხდება.  უნივერსიტეტის კამპუსში სტუდენტებისათვის საკმარისი რაოდენობის საერთო საცხოვრებლებია. აქვე ფუნქციონირებს კაფე სასადილოები, რომლებშიც ხარისხიანი საჭმელები კეთდება, ხოლო ბიბლიოთეკებში კი საჭირო სახელმძღვანელოები და წიგნები შეიძლება მოიძიოთ. კამპუსში სხვადასხვა სპორტული მოედნები და სტადიონებიც მოქმედებს, ამიტომ სტუდენტებს სპორტული საქმიანობებისთვის არ უწევთ კამპუსის გარეთ გასვლა. აქვეა ტექნო ქალაქიც,  სადაც ერთის მხრივ საჭირო განათლებას შეიძენთ, ხოლო მეორეს მხრივ თქვენ შეგიძლიათ იმუშაოთ სხვადასხვა კომპანიებში და ამით გამოცდილებასაც დაეუფლებით და თქვენს უნარებსაც გააუმჯობესებთ

2016-17 წლებში ოდტუს უნივერსიტეტში ჩაირიცხა 27 ათასი სტუდენტი და ამათგან 35 პროცენტი ამ სტუდენტებისა აგრძელებს სამაგისტრო პროგრამას. დღესდღეობით ოდტუში 94 ქვეყნიდან 1700 უცხოელი სტუდენტიც სწავლობს. ასე რომ, ბევრი სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტი ან "სპეციალური სტუდენტის", ანდა "სტუდენტური გაცვლის" პროგრამის ფარგლებშიც. მოკლედ, ოდტუ სტუდენტური გაცვლის პროგრამას მრავალ უცხოელ უნივერსიტეტთან ატარებს

Orta Doğu Teknik  Üniversitese, ე.ი. ორთადოღუს ტექნიკურ  უნივერსიტეტის შესახებ სრული და დეტალური ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ინტერნეტ გვერდზე-თურქულად: http://www.metu.edu.tr/ და ინგლისურად http://www.metu.edu.tr/



მსგავსი ინფორმაციები