იუსტიციის მინისტრმა ინტერვიუ მისცა გაზეთ საბაჰს

ფეტულაჰ გულენი პენსილვანიიდან კანდაში გაქცევას აპირებს

700057
იუსტიციის მინისტრმა ინტერვიუ მისცა გაზეთ საბაჰს

თურქეთის იუსტიციის მინისტრმა ბექირ ბოზდაღმა გაზეთ საბაჰისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ თურქეთის დაზვერვის სამსახურის მიერ მოპოვებული ინფორმაციებით, 15 ივლისს პუტჩის მცდელობის  განმხორციელებელ ფეტულაჰის ტერ ორგანიზაცია პარალელური სახელმწიფო სტრუქტურა FETÖ/PDY-ს ლიდერი ფეტულაჰ გულენი პენსილვანიიდან კანადაში აპირებს გაქცევას და ამ მიზნით სამზადისი დააჩქარა კიდეც.

“აშშ-ს ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ ფეტოელებმა კანადაში დიდი ფართობის ფერმერული ნაკვეთი იყიდეს და ახლა აქ გადასვლისათვის ემზადებიან. მაგრამ, სადაც არ უნდა წავიდეს, ჩვენ მას თავს არ დავანებებთ და ყველაფერს გავაკეთებთ მისი ექსტრადაციისთვის“, განაცხადა ბოზდაღმა.

იგი შეეხო ინგლისურენოვანი თურქული გაზეთის  Daily Sabah-ის ევროპარლამენტში გავრცელების შეჩერებას და გამოთქვა ეჭვი, რომ შეიძლება ამ საქმის უკანაც ფეტო აღმოჩნდეს, რადგან, მისივე თქმით, ეს გაზეთი ფეტოელებს ნიღაბს ხდის, რაც ევროპარლამენტსაც არ აწყობს, მით უმეტეს დღეს, როცა მთელი ევროპა ქურთული ტერ ორგანიზაცია პკკ-ას მხარდამჭერად გამოდის, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ისევ და ისევ ფეტოს ტერ ორგანიზაციას



მსგავსი ინფორმაციები