გერმანიის დესპანი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

ანკარაში გერმანიის საელჩოს დესპანი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

696594
გერმანიის დესპანი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

ანკარაში გერმანიის საელჩოს დესპანი, გერმანიის დაზვერვის სამსახურის (BND) ხელმძღვანელის ბრუნო კალის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, რომელშიც აღნიშნავს, რომ 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის უკან FETÖ-ს (ფეტულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია) დგომის საკითხში ვერ დარწმუნდა, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

სამინისტროში გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გერმანიას დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებებზე თურქეთის რეაქცი გააცნეს.  

განცხადებაში აღნიშნულია: „მეამბოხეების FETÖ-ს კავშირის დამადასტურებელი ჩვენებები, გადატრიალების მცდელობის წინ და მის ღამეს ერთმანეთში კონტაქტის ჩანაწერები, აქინჯილარის (ანკარა) ბაზაზე დაკავებული FETÖ-სთან კავშირში მყოფი სამოქალაქოების ჩათვლით ყველა მტკიცებულება სახეზეა.“

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ FETÖ-ს მიზნებისთვის კანონის მთავარი პრინციპების ფეხქვეშ გამთელავი  უკანონო მოსმენების და ყალბი დოკუმენტების თაოსნობით ადამიანებისათვის ზიანის მიმყენებელი პროკურორების, მოსამართლეების და პოლიციელების თაოსნობით ასობით ფეტოელი ამჟამად გერმანიაში იმყოფება და „აღნიშნული პიროვნების განცხადება, გერმანიის FETÖ-ს მიმართ ტოლერანტობისა და დამცავი მიდგომის უკან არსებულ მენტალიტეტს ამხელს.“



მსგავსი ინფორმაციები