ანკარას კუვეიტის ემირი ეწვია

მას აეროპორტში ერდოღანი დახვდა

695881
ანკარას კუვეიტის ემირი ეწვია

გუშინ საღამოს ანკარის ესენბოღას სახელობის აეროპორტში დაეშვა კუვეიტის ემირის, ელ საბაჰის თვითმფრინავი, რომელსაც აქვე საზეიმო დახვედრა მოუწყო თურქეთის პრეზიდენტმა რ.თ. ერდოღანმა და ცერემონიალის დასრულების შემდეგ აეროპორტის რეზიდენციაში მათ შორის პირველი პირისპირი შეხვედრა გაიმართა. ამ ვიზიტის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებებს მოეწერება ხელი მრავალ სფეროში, ხოლო ამის პარალელურად ერდოღანი კუვეიტის ემირის მხრიდან ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაზრდა-გაფართოებაში შეტანილი აქტიური წვლილის გამო მას თურქეთის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოს გადასცემს. ელ საბაჰი ოფიციალურ შეხვედრებს ანკარაში დღეს დაიწყებს



მსგავსი ინფორმაციები