ჩელიქის განცხადებით, მოვიდა დრო გადაიხედოს ევროკავშირთან დადებული რეადმისიის შეთანხმება

ევროინტეგრაციის მინისტრის ომერ ჩელიქის განცხადებით, მოვიდა დრო გადაიხედოს ევროკავშირთან დადებული რეადმისიის შეთანხმება.

692271
ჩელიქის განცხადებით, მოვიდა დრო გადაიხედოს ევროკავშირთან დადებული რეადმისიის შეთანხმება

ევროინტეგრაციის მინისტრის ომერ ჩელიქის განცხადებით, მოვიდა დრო გადაიხედოს ევროკავშირთან დადებული რეადმისიის შეთანხმება.

ჩელიქმა საინფორმაციო სააგენტო როიტერს ევროკავშირთან ბოლოდროინდელ დაძაბულობასთან დაკავშირებით რეპორტაჟი მისცა.

“თურქეთმა რეადმისიის შეთანხმებით ყველაფერი გააკეთა, ევროკავშირმა კი არც ერთი დანაპირები არ შეასრულა„ - აღნიშნა მინისტრმა და დაამატა, რომ თურქეთს ამ შეთანხმების ნებისმიერ დროს ნებისმიერი ფორმით გადახედვა შეუძლია და ამის დრ მოვიდა კიდეც.

ჩელიქმა დასძინა, რომ ამ შეთანხმების გასაგრძელებლად არც ერთი მიზეზი არსებობს. „(თურქეთის მოქალეების ევროკავშირში) ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ამას მივხვდით, ევროკავშირი ამ საკითხზე ობიექტურ და სამართლიან მიდგომას არ გამოიჩენს, ეს გადაწყვეტილია. ამ პირობებში ტერორის შესახებ კანონს ვერ გავაფართოებთ, ვიზის საკითხზე ფრანს ტიმერმანთან შეხვედრა უნდა გვქონოდა, მაგრამ იმის გამო, რომ წინსვლა ვერ დავინახე, ამ ეტაპზე ეს საჭიროდ არ მიმაჩნია.“- განაცხადა ომერ ჩელიქმა.

მინისტრის თქმით, დაპირება და მერე მისი არ შესრულება ევროკავშირის წესად იქცა და თუ ეს დილემა არ გადაილახა ურთიერთობები ვერ გაგრძელდება.   


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #ევროკავშირი

მსგავსი ინფორმაციები