ჩავუშოღლუმ გერმანიაში თანამემამულეებთან შეხვედრა გამართა

ჩავუშოღლუ დღეს თავის გერმანელ კოლეგა ზიგმარ გაბრიელთან შეხვედრას გამართავს

686851
ჩავუშოღლუმ გერმანიაში თანამემამულეებთან შეხვედრა გამართა
çavuşoğlu almanya1.jpg

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ გერმანიის ქალაქ ჰამბურგში  მცხოვრებ თურქებთან შეხვედრა გამართა. ჩავუშოღლუმ იქ გამართული შეხვედრის დროს განაცხადა, რომ გერმანია  შეხვედრების აკრძალვით თურქეთის მთავრობას დიასპორასთან კავშირებს ვერ დაარღვევს. მისი თქმით გერმანიის მთავრობა იქ მცხოვრებ თურქებზე ზეწოლას ახორციელებს, რაც  ქვეყნებს შორის ურთიერთობიდან გამომდინარე მათთვის მიუღებელია. „გერმანიის მხრიდან თურქეთის წინააღმდეგ სისტემატიური  წინააღმდეგობების გაწევა და ამ ქვეყანაში მცხოვრებ ეთნიკური თურქებზე ზეწოლა ჩვენთვის მიუღებელია, აღნიშნა ჩავუშოღლუმ. თურქმა მინისტრმა თანამემამულეებთან გამართული შეხვედრის დროს გერმანიაში მცხოვრებ თურქების ორი ქვეყნის ურთიერთობაში შეტანილი წვლილის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თურქეთის სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკაში ჩაურევლობა მათი მთავარი პრინციპია, მაგრამ გერმანია თურქეთში გასამართ რეფერენდუმში „დიახ“-ის წინააღმდეგ გამოდის. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბოლო დროს თურქეთ გერმანიას შორის განვითარებული მოვლენების შესახებ წუხილს დღეს თავის გერმანელ კოლეგა ზიგმარ გაბრიელთან გასამართი შეხვედრის დროსაც დააყენებს დღის წესრიგში.



მსგავსი ინფორმაციები